SHAORI CHALET–ი 2 და 4-ადგილიანი სახლების და წყლის ბუნგალოს დამატებას გეგმავს

SHAORI CHALET–ი 2 და 4-ადგილიანი სახლების და წყლის ბუნგალოს დამატებას გეგმავს

access_time2020-11-13 20:30:00

Shaori Chalet–ი გაზაფხულისთვის 2 და 4 ადგილიან სახლებს, ასევე წყალზე მოცურავე ბუნგალოს დამატებას გეგმავს, რომლის განხორციელებისთვისაც 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.



Shaori Chalet–ის დამფუძნებელი ვახტანგ იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაგეგმილია ნავების დამატებაც და სხვადასხვა წყლის ატრაქციების შევთავაზება დამსვენებელისთვის, რითაც სტუმრების ვიზიტის დრო გახანგრძლივდება.



„ამ ეტაპზე პროექტი სატესტო რეჟიმშია და მომავალში უფრო დიდი სახლების შეთავაზებას ვფიქრობთ. შეიცვლება დიზაინი, უფრო მეტი ვიტრაჟით და ღია სივრცით იქნება. რაც შეეხება ბუნგალოს, არა მარტო ჩვენი დამსვენებლისთვის, არამედ ნებისმიერი სტუმრისთვის იქნება გათვლილი, რომელზეც კვების ობიექტიც განთავსდება. ასევე ვგეგმავთ შაორზე საფეხმავლო და სამანქანო ტურების დამატებას. ვაკეთებთ ვებ–გვერდს, რომელზეც შაორის ხედი იქნება ზემოდან ნაჩვენები, მონიშნული იქნება პოტენციურად კარგი ადგილები, ამის შემდეგ კლიენტი აარჩევს ლოკაციას, თუ რა ხედების ნახვა სურს. გვერდის კონცეფცია შექმნილია და გაზაფხულიდან ვგეგმავთ გაშვებას,“ – აღნიშნავს ვახტანგ იაშვილი.




აღსანიშნავია, რომ Shaori Chalet–ი გათვლილია ოთხივე სეზონისთვის, ამიტომ სახლში გათბობაც არის. 13 კვადრატული ფართის კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, განთასებულია სველი წერტილი, სამზარეულო, საძინებელი. სპეციალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ტბის გაყინვის შემთხვევაში, სახლი ტყის პირას გადაადგილდეს. რაც მთავარია, წყალსაცავის დაბინძურების შანსი 0%-მდეა დაყვანილი. ერთი ღამის ღირებულბა 350 ლარია, რაშიც საუზმე შედის. ასევე სასტუმრო „შაორიდან“ ნებისმიერ დროს შესაძლებელია საკვების გამოძახება, რომლის მიტანაც უფასოა. კოტეჯს მეთვალყურეობას უწევს და ემსახურება 4 ადმიანი.



როგორც SHAORI Chalet–ის დამფუძნებელი ამბობს, შაორის ტბაზე სახლის გაკეთების იდეა რაჭის სიყვარულს უკავშირდება და საწყის ეტაპზე ამას არ ჰქონია ტურისტული დანიშნულება.



„მინოდა ტბაზე მქონოდა სახლი, 2019 წლის შემოდგომისთის უკვე ჩაშვებული გვქონდა წყალზე კონსტურქცია, რაც საკმაოდ საიმედო აღმოჩნდა. ამან იმდენად დადებითი შფასებები და გამოხმაურბები მიიღო მეგობრებისგან და ახლობლებისგან, რომ გადავწყვიტეთ ტურისტული დანიშნულება მიგვეცა. პროექტი პირადი ინვესტიციით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40 000 ლარია. აქამდე სახელმწიფო პროგრამით ან გრანტით არ გვისარგებლია, თუმცა ვეძებთ კერძო ინვესტორს, გვაქვს შემოთავაზებები და ვმუშაბთ ამ მიმართულებით,“– აღნიშნავს ვახტანგ იაშვილი.



business-partner.ge





თეგები:
SHAORI CHALET



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up