„შანსი, რომ დაგროვებითმა საპენსიო სქემამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს პენსიონერების ცხოვრების დონეზე, შესაძლოა იყოს დაბალი“

„შანსი, რომ დაგროვებითმა საპენსიო სქემამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს პენსიონერების ცხოვრების დონეზე, შესაძლოა იყოს დაბალი“

access_time2022-06-16 17:00:00

“შანსი, რომ დაგროვებითმა საპენსიო სქემამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს პენსიონერების ცხოვრების დონეზე, შესაძლოა იყოს დაბალი”, - ასეთია PMCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი მიგნება, რომლის მიხედვითაც დაგროვებითი პენსიის რეფორმის საწყის ეტაპზე 40 და მეტი წლის ასაკის პირთა 42% გამოვიდა სისტემიდან და შედეგად ამ ასაკობრივი ჯგუფის შენატანის წილი საპენსიო ფონდის აქტივებში არის საკმაოდ მცირე. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიიდან 165 ათასმა ადამიანმა (დარეგისტრირებული 40 და მეტი წლის ადამიანების 42%-მა) უარი თქვა სქემაში ჩართვაზე. შესაბამისად 2019 წელს 40 და მეტი წლის აქტიური მონაწილეების წილმა 29% შეადგინა. თუმცა, 2020 და 2021 წლებში მაჩვენებლები გაიზარდა და 31% და 34% შეადგინა შესაბამისად.


„2017 წლიდან 2022 წლამდე, შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებასთან და 65 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობის მატებასთან ერთად, მცირდება სამუშაო ძალა და იზრდება პენსიის მიმღებთა რიცხვი. 2017 წლიდან 2021 წლამდე სამუშაო ძალა 7%-ით შემცირდა და 1,534 ათასი ადამიანი შეადგინა. საპირისპიროდ, გაანალიზებულ პერიოდში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და 794 ათასი ადამიანი შეადგინა“, - ვკითხულობთ კვლევაში.


2019 წლიდან 2021 წლამდე დაგროვებით საპენსიო სქემაში რეგისტრირებული და აქტიური მონაწილეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მაგალითად, რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 960 ათასიდან 1,236 ათასამდე გაიზარდა, ხოლო აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა - 795 ათასიდან 1,064 ათასამდე. აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებულ და აქტიურ მონაწილეებს შორის სხვაობა მცირდება. „ 2019 წელს აქტიური მონაწილეები შეადგენდნენ დარეგისტრირებულ მონაწილეთა 82%-ს, ხოლო 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 86%-მდე გაიზარდა. რეგისტრირებულ და აქტიურ მონაწილეთა შორის განსხვავება განაპირობებულია გარემოებით, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე 40 და მეტი წლის ასაკის პირებს მიეცათ სქემიდან გასვლის უფლება“, - განმარტავენ კვლევის ავტორები.



gbc.ge






ევროპულმა უშიშროებამ Nord Stream-ის გაჟონვის ადგილის მახლობლად რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირა

ევროპულმა უშიშროებამ Nord Stream-ის გაჟონვის ადგილის მახლობლად რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირა
access_time2022-09-29 16:00:09
26-27 სექტემბერს ევროპული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებში დაფიქსირებული გაჟონვის ადგილების მახლობლად რუსეთის საზღვაო ძალების მხარდამჭერი გემები შენიშნეს - ამის  შესახებ ინფორმაციას  cnn ავრცელებს. დასავლური დაზვერვის ორი წარმომადგენლის და...

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.
access_time2022-09-29 13:55:25
უკრაინული წარმოშობის, ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT, აგრძელებს თავისი სერვისების ფუნქციონალისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ამიერიდან WhiteBIT-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გაიტანონ დოლარი (USD) და ევრო (EUR) Visa/Mastercard საბანკო ბარათზე, ასევე გრივნა (UAH) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერზე - IBAN. ანუ, ახლა მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ დამატებითი სერვისები ან შუამავლები ამ ოპერაციების განსახორციელებლად - ამ ტრანზაქციის...

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია
access_time2022-09-29 15:00:19
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წელს გამოკითხულ ქართულ საწარმოებზე დაყრდნობით, საქართველოს შემდეგ (49.2%), მის ფარგლებს გარეთ საწარმოების ონლაინ გაყიდვების უდიდესი წილი ევროპაზე მოდის (17.2%), რომელსაც მოსდევს დსთ-ს ქვეყნები (15%) და აშშ (5.8%). აღსანიშნავია, რომ ვებ-გაყიდვები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით, შემცირებულია საქართველოში და გაზრდილია ყველა ძირითად ქვეყანაში. 2020 წელს საწარმოთა ვებ-გაყიდვების განაწილება...


მსგავსი სიახლეები

up