შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განაჩენით, დანაშაულის არსებობა დადასტურდა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს პირადი სიმპათია - ანტიპათიით მისაღები გადაწყვეტილება არაა

შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განაჩენით, დანაშაულის არსებობა დადასტურდა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს პირადი სიმპათია - ანტიპათიით მისაღები გადაწყვეტილება არაა

access_time2022-01-14 16:40:00

განაჩენით, რომელიც მოვისმინეთ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ეს არ არის პირადი სიმპათია - ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია და მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარმოადგენს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.


„განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს. ჩვენ სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს ვინაიდან, ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია- ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება,“- განაცხადა პაპუაშვილმა.


დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.



აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.


ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.


IPN.GE






პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე
access_time2022-08-15 14:00:14
შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები. „კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან...

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს
access_time2022-08-15 12:00:57
საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს. „საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით 10 ლარით არის შემცირებული, წლიურად კი თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217.3 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება...


მსგავსი სიახლეები

up