შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი

შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი

access_time2021-09-16 15:50:00

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, რისთვისაც განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადა.


„დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, რთულია, და აქვს თავისი მინუსები, რომელიც რაც არ უნდა კარგად იყოს განათლების სისტემა მომზადებული, ვერ დააკომპენსირებს იმ ფსიქოსოციალურ მიზნებს, რომელიც აქვს საკლასო ოთახში სწავლას. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


მისივე თქმით, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ. მანამდე კი არსებობს იმედი, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება და ახალბედა მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ.


რაც შეეხება რეგიონებს, სადაც დაბალია პანდემიის დადებითობის მაჩვენებელი, კვლევით გამოვლინდა 300 სკოლა, რომელშიც შესაძლოა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს.



„ეს, ძირითადად, შეეხება მთიან რეგიონებს. ასევე მიმდინარეობს სხვა სკოლების შესწავლაც და, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ეპიდემიოლოგიურ გათვლებზე დამყარებული გადაწყვეტილება, რაც მეცნიერულ აზრს უნდა ეფუძნებოდეს. იმედი მაქვს, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სკოლებში სასწავლო პროცესი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა კომიტეტი აწარმოებს საკომიტეტო მოკვლევას დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კომიტეტში შემოსულია მოქალაქეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მოსაზრებები, რომელთა დამუშავებაც მიმდინარეობს და 2 თვის ვადაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.


კომიტეტის სხდომაზე 2 საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელეს.


კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე გ. გოროშიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მოქალაქე დ. მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ.








რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up