„თუკი ევროკავშირი დაანაწევრებს ასოცირების ტრიოს, ამით მოსკოვს აუნთებს მწვანე შუქს მეტი აგრესიისათვის“

„თუკი ევროკავშირი დაანაწევრებს ასოცირების ტრიოს, ამით მოსკოვს აუნთებს მწვანე შუქს მეტი აგრესიისათვის“

access_time2022-06-16 09:30:00

„დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, არამედ, საქართველოსათვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - იმის გათვალისწინებით, რომ გაწევრიანება მოითხოვს დროს და ასევე რეფორმებსა და მოლაპარაკებებს, ევროკავშირის მიერ პროევროპული ასოცირების ტრიოსათვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭება მკაფიო და სწორი გზავნილი იქნება მსოფლიოსათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰელსინკში, საზოგადოება „Paasikivi-seura“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული გზა შეუქცევადია.


პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთო ევროპულ ღირებულებებსა და კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეფუძნება.


„ფინელი ხალხის ისტორიული ბრძოლა არჩევანის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, ასევე, ფინეთის კეთილდღეობის მოდელი საქართველოსათვის მაგალითია ევროპული სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბების პროცესში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


​პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსულ აგრესიასა და ამ კონტექსტში, დასავლეთის პასუხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„უკრაინაში ომი არ დაწყებულა 2022 წელს და იგი არ დასრულდება, თუკი დასავლეთი რუსეთს ისევ არ მოსთხოვს პასუხს მისი ქმედებებისათვის. საქართველოს 90-იან წლებში და 2008 წელსაც მოუწია რუსეთთან ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მეტიც, საქართველოს ისტორიაში რუსეთთან კავშირებმა მრავალი ტრაგიკული მომენტი მოუტანა ქვეყანას, მათ შორის, დაკარგული სახელმწიფოებრიობა, ანექსია და გასაბჭოება, მასიური რეპრესიები, ჩვენი ეკლესიებისა და სულიერების შებღალვა და ქართული ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩახშობის მცდელობები. ამრიგად, ჩვენ შესანიშნავად გვესმის ის, რასაც უკრაინელი ხალხი განიცდის დღეს - რუსეთის შეჭრა უკრაინაში საქართველოსაც უღვიძებს მტკივნეულ მოგონებებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსული ჯარები ჯერ ისევ დგანან საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების პირველივე დღიდან იბრძვის და დემოკრატიულ სახელმწიფოდ რჩება.


​პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა გარდამავალ პერიოდს გადის და შესაბამისად, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, საქართველომ უდიდესს პროგრესს მიაღწია.


შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ფართო მხარდაჭერა ახლა უკვე ოფიციალურად არის გარანტირებული კონსტიტუციაში 2017-2018 წლებში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად.


​პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა.


„ბოლო ათწლეულში, საქართველომ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს ღირებულ და სანდო პარტნიორს პასუხისმგებლიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, რამაც ხელი შეუწყო სტაბილურობის შენარჩუნებას კავკასიასა და მთლიან რეგიონში. ჩვენ საკუთარი ერთგულება დავამტკიცეთ ერაყში, ავღანეთში, მალიში, ცენტრალურ აფრიკაში, კოსოვოსა და სხვა უამრავ მისიაში, სადაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს დასჭირდათ ჩვენი დახმარება. თბილისში არსებული ძმათა სასაფლაო და დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრა კვლავ გვახსენებს იმ უდიდეს ფასს, რაც საქართველომ გადაიხადა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და გლობალური მშვიდობისათვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს დაარწმუნებს, რომ ამ ქაოსურ პერიოდშიც კი, ჰორიზონტზე უკეთეს მომავალია.


​„გეოპოლიტიკამ გამოიწვია ჩვენ მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, და, მაშასადამე, ევროკავშირმა საქართველო უნდა განიხილოს ორ სხვა ქვეყანასთან ერთად გეოპოლიტიკურ ჭრილში კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. თუკი ევროკავშირი დაანაწევრებს ასოცირების ტრიოს, ამით მოსკოვს აუნთებს მწვანე შუქს მეტი აგრესიისათვის. საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოს დინამიურად განვითარებად დემოკრატიას მოწყვლადს გახდის ისედაც ტურბულენტურ რეგიონში. ევროპიზაცია და დემოკრატიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ტრანსფორმაციულ გავლენას იქონიებს მასზე და ხელს შეუწყობს შემდგომ დემოკრატიულ რეფორმებს. შესაბამისად, დღეს ევროკავშირისათვის ჭეშმარიტებისა და საკუთარი საერთაშორისო პოზიციის ლეგიტიმურობისა და სანდოობის მომენტი დგას. ამ სტრატეგიული არჩევანის წინაშე, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეგიონისადმი საკუთარი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება საქართველოსათვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს მართებული ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რაც ამ სამ პროდასავლურ ქვეყანას დაეხმარება იმ სივრცესთან დაახლოებაში, სადაც მათი ჭეშმარიტი ადგილია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up