შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს შეხვდნენ

შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს შეხვდნენ

access_time2021-09-14 18:45:00

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრაზე იმსჯელეს, რამდენად არის მზად განათლების სისტემა კოვიდ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის დასაწყებად.



„ხვალ, 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება სასწავლო პროცესი მეორე კლასიდან და ზევით მოსწავლეებისთვის, პირველკლასელებისთვის კი 4 ოქტომბერს უკვე საკლასო ოთახებში ჩატარდება პირველი გაკვეთილები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




თამარ ტალიაშვილის მოსაზრებით, მთავრობისა და სამინისტროს გადაწყვეტილება არის ოპტიმალური, პრაგმატული და ორიენტირებულია იმაზე, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი განათლების ხარისხით და, ამავდროულად, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს სათანადოდ დაცული.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელსაც განათლების სისტემამ უზრუნველყო, რომ შეღავათიანი ინტერნეტპაკეტი მიიღოს ყველა მოსწავლემ, მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა 20 გიგაბაიტის მოცულობით.








ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up