შალვა პაპუაშვილი - ჩვენ შევძლებთ, ქართული დროშა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების დროშების გვერდით აფრიალდეს

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ შევძლებთ, ქართული დროშა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების დროშების გვერდით აფრიალდეს

access_time2022-01-14 17:00:00

ქართულმა დროშამ თავისი ბუნებრივი ადგილი უნდა დაიკავოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ეს დროშა, ისევე როგორც ის აფრიალდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დროშის გვერდით, ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების დროშების გვერდით აფრიალდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.


შალვა პაპუაშვილმა გამოფენის სტუმრებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და ქართული სახელმწიფო დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო დროშა მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით განახორციელებს იდეას და მიზანს, რომ ის, ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი ქვეყნების დროშების გვერდით ფრიალებდეს.


„მოხარული ვარ რომ სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება საქართველოში და გვაქვს განცდა ამ სიამაყისა, რაც ნიშნავს საკუთარი დროშით სიამაყეს. დროშა ეს არის განსახიერება სახელმწიფოებრიობის, იმ ტრადიციების, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული სახელმწიფო და ჩვენი ქართული სახელმწიფო დროშა არის სწორედ ამ სიმბოლოს მატარებელი. ის აჩვენებს ერთის მხრივ ჩვენს ისტორიულ-კულტურულ კუთვნილებას დასავლური ცივილიზაციის მიმართ, აჩვენებს ჩვენს მისწრაფებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ღონისძიების ორგანიზებისთვის და საინტერესო გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა.



ღონისძიების სტუმრებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ და აღნიშნა, რომ დროშა, როგორც ეროვნული ერთიანობის სიმბოლო, გამოსახავს, რომ საქართველო კვლავ უნდა გახდეს ევროპული ცივილიზაციის შემადგენელი ორგანული ნაწილი.


„ეს დროშა არის ყველა მოქალაქის დროშა, ეროვნული ერთიანობის სიმბოლო და გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი ისტორიული წარსული, ის არის ქრისტიანული და ევროპული ცივილიზაციის მაინდენტიფიცირებელი სიმბოლო. როგორც შუასაუკუნეებში საქართველო იყო ამ ცივილიზაციის ნაწილი, დღესაც ჩვენი დროშა გამოსახავს, რომ საქართველო კვლავ გახდეს ევროპული ცივილიზაციის შემადგენელი ორგანული ნაწილი“,-განაცხადა მამუკა გონგაძემ.


მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მოწყობილ გამოფენაზე დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up