შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს

შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს

access_time2021-04-07 15:30:00

არ მგონია, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.


პაპუაშვილის თქმით, თუკი გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიას შექმნის, ის „ქართული ოცნებისგან დისტანცირებული ოპოზიციური გაერთიანება იქნება.


„ჩემი შეფასებით, ვხედავ რა „ქართული ოცნების“ გუნდს, ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ისეთი ღირებულებები, ისეთი სტრუქტურა და ერთმანეთისადმი ისეთი დამოკიდებულება გააჩნია, რომ რთული იქნება, ვინმემ ისეთი ორგანიზაცია შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რეალურ კონკურენციას გაუწევს. ჩვენ იმიტომ ვართ ყოველთვის მშვიდად, რომ ვიცით რა არის ჩვენი ძალა და სად არის ჩვენი სიმართლე. ამიტომაც ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნას მშვიდად ვუყურებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



რაც შეეხება გამოქვეყნებულ კვლევებში გახარიას მაღალი მოწონების რეიტინგს, პაპუაშვილის თქმით, გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერი რომ არ ყოფილიყო, „მოწონების ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა. პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოქვეყნებული რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“.


„გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო და ამ გუნდმა შექმნა ის, როგორც მინისტრი და როგორც პრემიერ-მინისტრი. პერსონალური მოწონების მაჩვენებელი ეს არის კეთილგანწყობის მაჩვენებელი. მაგალითად, ვიცით, რომ „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძეს ტრადიციულად მოწონების მაღალი მაჩვენებლი აქვს, რაც ქართულ საზოგადოებას დღემდე ვერ აუხსნია. როცა გიორგი გახარია ჩვენს გუნდში იყო, ვიცით, რომ საზოგადოება მის მიმათ საკმაოდ სიმპატიით იყო გაწყობილი. რაც შეეხება მის შესაძლო პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ რეიტინგს, ამას სამომავლო პოლიტიკური რეიტინგები გვაჩვენებს. თუკი ის პოლიტიკურად აქტიური იქნება და პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, შეიძლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და საბოლოოდ, ყველას რეიტინგი არჩევნებში დაითვლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up