შალვა პაპუაშვილი: წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

შალვა პაპუაშვილი: წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

access_time2022-08-08 13:40:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან დღემდე ვხედავთ რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, რისი დასტურიცაა ომი უკრაინაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ.



„დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან. ეს წლები, ერთი მხრივ, არის ის წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს - 400-ზე მეტი დაღუპული და 2000-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სათანადო რეაგირება, შესაძლოა, 2008 წელს არ გვქონდა საერთაშორისო საზოგადოებისგან, ვნახეთ თუ რა მოჰყვა ამას 2014 წელს უკრაინაში, ვნახეთ როგორ გაგრძელდა ეს 2022 წელს უკრაინაში, ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.







2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული

2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული
access_time2022-09-25 13:00:46
2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 0,7%-ს წარმოადგენს. ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირში სპორტში მომუშავე ადამიანების რიცხვი გამოჯანმრთელდა COVID-19-ის პანდემიის დაბლოკვის სიმაღლის პერიოდში (1.37 მილიონი თანამშრომელი 2019 წელს; 1.31 2020 წელს) — აღიშნულის შესახებ EUROSTAT-ი...

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...


მსგავსი სიახლეები

up