შალვა ნათელაშვილი - მამუკა ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია

შალვა ნათელაშვილი - მამუკა ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია

access_time2020-12-28 13:50:00

არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება კვორუმი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.


„თემა არის უაღრესად მწვავე, აქტუალური და არაა საკვირველი, ოპოზიციას ჰქონდეს აზრთა მრავალნაირობა მდგომარეობიდან გამოსვლის, პერსპექტივებისა და საკითხების გადაწყვეტის მიმართებით. რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, ქვეყანა დარჩენილია პარლამენტის გარეშე, რის გამოც, მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ საკითხებზე. რომ დაგვიბრუნოს რუსეთმა ცხინვალი და აფხაზეთი და ალიევმა წართმეული გარეჯი, იმასაც ვერ დავიბრუნებთ, რადგან პარლამენტის არსებულ რაოდენობას არ აქვს უფლება, მიიღოს საკანონმდებლო აქტი ან გააკეთოს რატიფიცირება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვერანაირ სამართლებრივ ნორმას ვერ მივიღებთ. ისევე, როგორც პარლამენტი ვერ შექმნის საგამოძიებო კომისიებს ვერანაირ თემაზე და ვერ წაუყენებს იმპიჩმენტს თანამდებობის პირებს. პარლამენტი სხვა რაღაა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება არ არის.



„ოპოზიციამ აჩვენა ისტორიული, უპრეცენდენტო ერთიანობა და ეს გრძელდება ამ წამებშიც. ვიმეორებ, აზრთა სხვადასხვაობაა, თემა და პრობლემა არის მტკივნეული, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვან. თუმცა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ. ვიმეორებ, ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება კვორუმი. არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე. 2022-ში არჩევნების გადადება ნიშნავს, რომ ბიძინას ვტოვებთ 2030-მდე, რას ლაპარაკობთ. ხაზარაძეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის და ის პოლიტიკაშია. ის პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022 წლამდე არჩევნების გადადება ნიშნავს, რომ ბიძინას ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.


„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, 2022-ში უნდა დაინიშნოს სრულად პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა. ხაზარაძის თქმით, იდეალურია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს დაინიშნოს, თუმცა ამის არ სჯერა.


1tv.ge







რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up