შალვა კერესელიძემ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართა

შალვა კერესელიძემ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართა

access_time2020-03-27 11:01:21

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, რეგიონის მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართა. მხარის რწმუნებულმა, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკის ფონზე, ფერმერული მეურნეობების მეპატრონეებისთვის და მეწარმეებისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.


„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, წარმოების პროცესს აგრძელებთ. თქვენი პროდუქცია ჩვენი მოსახლეობისთვის დღესდღეობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, თქვენს წინაშე გარკვეულმა გამოწვევებმა იჩინა თავი. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს, რათა აღნიშნული გამოწვევები დროულად გადაიჭრას“ - აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.






როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up