შალვა კერესელიძე - საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ერთია, მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს

შალვა კერესელიძე - საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ერთია, მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს

access_time2021-05-15 14:32:42

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა, რაც ხელისუფლებამ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე და თანამდებობის პირებზე ზეწოლა დაიწყო, რაც გამოიხატება თანამდებობიდან გათავისუფლებში.

კერესელიძე საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივად მათი გახარიასადმი მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც გახარიას პარტია ჯერ შექმნილი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა არსებობს, რისაც „ქართულ ოცნებას“ ეშინია.

„ეს ადამიანები საკმაოდ კვალიფიციურები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა თანამდებობებზე და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. სამწუხაროდ, გათავისუფლების მოტივი არის მხოლოდ ერთი, რომ ამ ადამიანებმა გიორგი გახარიასა და მისი გუნდისადმი გამოხატეს და დააფიქსირეს პირადი მოწონება და კეთილგანწყობა. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმები და მეთოდები აირჩია. მე ეს მახსნებს 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ასეთი ფორმებით და მეთოდებით ებრძოდა „ქართულ ოცნებას“. მაშინ „ქართველმა ხალხმა“ ძალიან მტკიცე და პრინციპული უარი განაცხადა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გათავისუფლდნენ, ასევე ყველა საჯარო მოხელისადმი მხარდაჭერა გამოვხატო და მოვუწოდო, რომ ჩვენი გუნდი ყველანაირად დაეხმარება და გვერდში მაქსიმალურად დაუდგება“, - აცხადებს შალვა კერესელიძე.







500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up