შალვა კერესელიძე ფრეზეთის, წილკანისა და წეროვანის დევნილთა დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

შალვა კერესელიძე ფრეზეთის, წილკანისა და წეროვანის დევნილთა დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

access_time2019-10-16 20:30:29

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად, ფრეზეთის, წილკანისა და წეროვანის დევნილთა დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა.


ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. დასრულების ეტაპზეა ეზოს კეთილმოწყობა. საბავშვო ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. დაწესებულებაში სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ. უახლოეს პერიოდში დაიწყება არჩილ ტატუნაშვილის სკვერის მოწყობა წილკანში. დასახლებაში მრავალფუნქციური დარბაზიც შენდება. აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები წეროვანში. რამდენიმე დღის წინ სოფელში სპორტული მოედანი გაიხსნა. ახალგაზრდები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობენ. წეროვანში ასევე დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება. ამ ეტაპზე, შესასრულებელ სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს.


„ფრეზეთში, წილკანსა და წეროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოვინახულეთ. სამუშაოების ნაწილი დასრულების ეტაპზეა, ნაწილიც უახლოეს მომავალში დასრულდება. შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივ საჭიროებებს მოერგოს და მოსახლეობას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს“ - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.



მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, რეგიონში მიმდინარე სამუშაოებზე რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს.


„კომერსანტი“





ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის  პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა
access_time2019-11-20 23:34:23
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი...

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ბენზინის ამბოხება ირანში

ბენზინის ამბოხება ირანში
access_time2019-11-20 20:00:48
გასულ კვირას, როდესაც ირანის მოსახლეობა უქმე დღეებისთვის ემზადებოდა, მთავრობამ გამოაცხადა ახალი რეფორმის თაობაზე.საუბარია, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ფეთქებადსაშიშ თემას - შეღავათებს საწვავზე.„შავ პარასკევამდე„ ყოველ ირანელს თვეში 250 ლიტრი ბენზინის შეძენა შეღავათიან ფასად - 10 000 რიალად შეეძლო, ხოლო ამ რაოდენობის ზევით საწვავის ფასი 3-ჯერ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...


მსგავსი სიახლეები

up