შალვა კერესელიძე: „ჩვენი მიზანია თითოეული ინიციატივისა და წამოწყების სიკეთე მაქსიმალურად აისახოს ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე“

შალვა კერესელიძე: „ჩვენი მიზანია თითოეული ინიციატივისა და წამოწყების სიკეთე მაქსიმალურად აისახოს ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე“

access_time2018-10-01 18:58:19


მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ ხელშეწყობის გზები განიხილეს.

 

„სოფლის მეურნეობის განვითარება  რეგიონის სიძლიერის წინაპირობაა. ამ მიმართულებით, კენკროვანი კულტურების გაშენების დაფინანსება კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მოსახლეობისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად,  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხალხის ინფორმირებისთვის და პროექტის ფარგლებში მომსახურების ხარისხიანად მიწოდებისთვის.  ჩვენი მიზანია, თითოეული ინიციატივისა და წამოწყების სიკეთე მაქსიმალურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე - განაცხადა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

 


გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, იმ ღონისძიებებზე იმსჯელა, რომელიც „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ წარმატებით  განხორციელებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო ინფორმაციით დროულად უზრუნველჰყოფს.

 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში, „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ განხორციელებას  მონიტორინგს გაუწევს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდას.

 

ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმული:  http://mtskheta-mtianeti.gov.ge/news/full/497






გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up