მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი ტურისტული ობიექტები ფინანსთა სამინისტროს მიმართავენ

მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი ტურისტული ობიექტები ფინანსთა სამინისტროს მიმართავენ

access_time2019-03-12 13:00:56

მაღალმთიანი რეგიონების  ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა.  აპარატს გასულ წელს “საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ“ მიმართა და ლექვინაძის უწყებას ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმე მიმართულებით შუამდგომლობა სთხოვა.

 

საუბარია საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რათა მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი ტურისტული მომსახურების ობიექტებისთვის დაწესდეს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი. ამ რეკომენდაციით 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართა, თუმცა ჯერჯეობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

 

 

როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა “კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა,  საკითხი კონკრეტულად სასტუმრო სეგმენტში არსებულ პრობლემებს ეხება.


კერძოდ, მაღალმთიანი რეგიონები პერსონალის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ  მათი შევსება დედაქალაქიდან, ან უცხოეთიდან ხდება. პრობლემაც სწორედ მოწვეული თანამშრომლეის შენახვისას ჩნდება. ალავერდაშვილის განცხადებით, დამსაქმებელს რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი პირის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება. 


„ხშირად მოწვეული პერსონალი სასტუმროს ნომერში საცხოვრებლად რჩება, რაც კანონით გაყიდულ ნომრად ითვლება და დღგ-თი ჩვეულებრივად იბეგრება. ასევე ის, რომ ამ ადამიანმა კონკრეტულ ნომერში იცხოვრა შემოსავლად ეთვლება და  საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მიღებული საკვებიც და ამ ყველაფერს პლიუს ის ხელფასი, რაც დასაქმებულს არსებული შეთანხმების მიხედვით ერიცხება. ყველაფერს ემატება ახლად ამოქმედებული საპენსიო რეფორმა. - ეს ყველაფერი ჯამში კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის,“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

 

 

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელის თქმით, ამჟამად შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები  ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს.

 

ჩვენი მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ზედმეტი გადასახადების მოხსნაა, თუმცა უწყება ჯერ ფიქრობს,“ - აღნიშნა ალავერდაშილმა.

 

 

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის მიერ დასახელებული მეორე პრობლემა, რაზეც მათ ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიმართეს, უკვე მოგვარებულია. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ზომის კვებისა და განთავსების ობიექტში, ჭურჭლის დაზიანების შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებული იყო, რომ დაზიანებული ჭურჭელი შეენახა და საგადასახადო ორგანოს ვიზიტის შემდეგ ჩამოეწერა.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაიზიარა და დაზიანებული ჭურჭლის ჩამოწერის პროცედურა გამარტივდა.

 

„ჩამოსაწერი ნივთების მოგროვების და შენახვის ვალდებულება გარკვეულწილად აფერხებდა ობიექტების საქმიანობას შევთანხმდით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მათი ჩამოწერის დადასტურება ადგილიდან გაუსვლელად მოხდება. კერძოდ, ელექტრონული ფორმით, ხოლო ობიექტები გათავისუფლდებიან დაზიანებული ნივთების შენახვის ვალდებულებისგან,“ - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას შალვა ალავერდაშვილმა.

 


ლიკა გურაბანიძე


 






გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up