შალვა ალავერდაშვილი - თუ სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება

შალვა ალავერდაშვილი - თუ სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება

access_time2021-11-25 20:00:00

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მისაღები და სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთან, ალავერდაშვილის განცხადებით, „მწვანე სტატუსის“ მქონე სასტუმროებისთვის საახალწლო ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია. „რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და შრომის ინსპექციასთან. „მწვანე პასპორტის“ შემოტანასთან ერთად გვინდოდა ჩვენც მიგვეღო ბენეფიტი აქედან, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გავაჟღერეთ და გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მისაღები. ამასთან ერთად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი წლის პერიოდის დაგეგმარება, რაზეც თანხმობა მივიღეთ. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თუ სასტუმრო „მწვანეა“ და თუ სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.



ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აცრილი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება, ამიტომ ეს არის ძირითადი და მთავარი.




30 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ისრაელში და არაბეთის ქვეყნებში არის დღესასწაულები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი 6-7 დღით საკმაოდ გაივსება, რაც კარგი და შვების მომგვრელი იქნება ჩვენი სექტორისთვის, რადგან იმ სასტუმროებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ვიზიტორებზე არიან დამოკიდებული, ნოემბერი ყველაზე დაბალშემოსავლიან თვედ ითვლება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით გაზაფხულზე მაინც შეიცვლება რამე. როგორც კი აფთიაქში გაჩნდება კორონავირუსის წამალი აბის სახით, დარწმუნებული ვართ, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდებით“, - განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.


bpn.ge









„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up