შაფრანი - ოქროს ფასის სანელებლის წარმოება საქართველოშიც ვითარდება

შაფრანი - ოქროს ფასის სანელებლის წარმოება საქართველოშიც ვითარდება

access_time2021-08-04 16:00:46

შაფრანი, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით უძველესი დროიდან დიდად ფასობს, უკვე საქართველოშიც მოჰყავთ – ამ სანელებლის პირველმა მწარმოებელმა მერაბ ინასარიძემ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. „კომერსანტთან“ საუბარში მეწარმე ამბობს, რომ  ნერგები უკვე დაახარისხა და მომავალ კვირაში 5 000 კვადრატულ მეტრზე დაიწყებს დარგვას. ამ ფართობზე მეწარმე, მთლიანობაში, 1,5 გკ მოსავალს ელოდება. ამ წონის შაფრანის მისაღებად 225 000–ზე მეტი ყვავილის შეგროვებაა საჭირო, და რაც მნიშვნელოვანია, მოსავლის აღება ხელით ხდება.


„შარშან 7,5 გრამი შაფრანი დავკრიფე და ძირითადად გერმანიაში გავყიდე ახლობლის მეშვეობით. ცოტაც - ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, ისიც, უმეტესად, ნაცნობების წრეში. იმის გამო, რომ მცენარის შესახებ ინფორმაცია ნაკლებია და ფასიც მაღალია, საქართველოში შაფრანზე ნაკლები მოთხოვნაა. რასაც ახლა  ვრგავ (ბოლქვი),  4-5 წლის მერე ამოვიღებ. დარგული ნერგი ყვავილობას დაიწყებს 10 ნოემბრამდე. მოსავალს დაახლოებით 8 კვირაში მივიღებ.  ქართულ ბაზარზე მყიდველს რეალურად ვერ იშოვი. წელს, ჯერჯერობით, გერმანიაში  100 გრამი შაფრანი გავაგზავნე, 600 გრამის გაგზავნას უახლოეს დღეებში ვაპირებ. 1 გრ შაფრანს გერმანიაში, შუამავლის დახმარებით, 10.5 დოლარად ვაბარებ. რამდენადაც ვიცი, ადგილზე უფრო ძვირადაც შეიძლება გაყიდვა, ობიექტს გააჩნია. შიდა ბაზარზე ამ მცენარის გაყიდვა თითქმის წარმოუდგენელია.  ძირითადად საახლობლო წრეში ან მათი დახმარებით ვახერხებ რეალიზაციას დაახლოებით 13-15 ლარის ფარგლებში. ამაზე მეტს ქართველი მომხმარებელი ვერ გადაიხდის“, - ამბობს მეწარმე.


სარესტორნო ბიზნესი, რომელიც საქართველოში შაფრანის რეალური მომხმარებელია, გაჩერებულია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ მცენარის შესახებ არც ინფორმაცია აქვს და არც ფული ძვირი სანელებლის შესაძენად.


გამოთქმა ,,ოქროს ფასად იყიდება“, შაფრანის შემთხვევაში, პირდაპირ უნდა გავიგოთ. 1 გრამის ღირებულება ინდოეთში 5-7 ევროა, კანადაში - 6-8.5 ევრო, აშშ-ში - 7-9.3 ევრო, ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში - 8-9 ევრო.



რაც შეეხება მოსავლიანობას, მერაბ ინასარიძის თქმით, 1 ჰა-ზე საზღვარგარეთ 10-15 კგ შაფრანი იწარმოება. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მაქსიმუმ 4-5 კგ პროდუქტის მოყვანაა შესაძლებელი. მიზეზად მეწარმე სამეწარმეო ცოდნის დეფიციტს მიიჩნევს. თუმცა, ცოდნის მისაღებად, მომავალი წლის დასაწყისში, ირანში - შაფრანის სამშობლოში მიემგზავრება.


„შაფრანის წარმოების ყველა პროცედურა ხელით შრომას უკავშირდება. 400 გრამი სანელებელი რომ მივიღო,  150 ათასზე მეტი ყვავილის მოკრეფაა საჭირო.  სეზონზე 10 ადამიანი მუშაობს, რომელსაც დღიურად 40 ლარს ვუხდი. ყველა დასაქმებული ჩემი თანასოფლელია, ისეთ ხალხს ვარჩევ, ვისაც საერთოდ არ აქვს შემოსავალი. განსაკუთრებით ქალბატონები, ვცდილობ, მივცე საშუალება, რომ გამომუშავებული ფული ერთხელ მაინც მოახმარონ საკუთარ თავს. ამის საშუალება აქ ნაკლებადაა“, - ამბობს მერაბ ინასარიძე.


მეწარმის მიზანია, მომავალ წელს 4 ჰა მიწის ფართობზე გააშენოს შაფრანი და თუკი ირანული გამოცდილების გადმოღებასაც შეძლებს, მოსავლიანობას 40 კილოგრამამდეც გაზრდის.


ცნობისთვის, ზამბახისებრთა ოჯახის ამ მცენარის შესახებ, რომელიც ასევე „წითელ ოქროდ“ იწოდება, ბევრი რამ არ არის ცნობილი.  სასარგებლო თვისებების გამო, შაფრანი ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში. 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება მისი ექსტრაქტის გამოყენებით. მისი ექსტრაქტი შედის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და თვალის წვეთების შემადგენლობაში.


როგორც აღვნიშნეთ, არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამი შაფრანის ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up