``სფერო, რომელიც წლობით ვითარდებოდა, ჩაიძირება`` - გამომცემლობების კრიზისი და 4 თვეში დისტანციურად მოსამზადებელი სასკოლო სახელმძღვანელოები

``სფერო, რომელიც წლობით ვითარდებოდა, ჩაიძირება`` - გამომცემლობების კრიზისი და 4 თვეში დისტანციურად მოსამზადებელი სასკოლო სახელმძღვანელოები

access_time2020-12-09 12:00:15

„წინა ლოქდაუნის დროს, გამომცემლობამ ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიიღო და ახლა შეიძლება მეტიც კი იყოს. ალბათ საახალწლო პერიოდში ჩვენი გეგმის ნახევარსაც ვერ შევასრულებთ. ძალიან შემცირდება წიგნების რეალიზაცია და ვფიქრობ, გაზაფხული უარესი იქნება,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა თინა მამულაშვილმა ისაუბრა.


როგორ იმოქმედა შეზღუდვება და წიგნის მაღაზიების დახურვამ გამომცემლობების საქმიანობაზე, რომელთაც სულ რამდენიმე თვეში უნდა უზრუნველყონ განახლებული სახელმძღვანელოების კონკურსისთვის სასკოლო წიგნების მომზადება? -  2020 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს მიერ 8-9 კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობენ გამომცემლობები, რომელთან განახლებული სასკოლო სახლმღვანელოები თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა წარადგინონ. მიუხედავად გამომცემლობების მოთხოვნისა, რომ შეზღუდვების გამო, კონკურსი 2 თვით მაინც გადავადებულიყო, სამინისტრომ ოქტომბრიდან თებერვლამდე, მათ მხოლოდ 4 თვიანი ვადა მისცა სასკოლო წიგნების მოსამზადებლად. გამომცემლობები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა სახელმძღვანელოების მიმართ ნიშნავს, არა საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ იგივე ან უარესი სასწავლო ლიტერატურის დამკვიდრებას სკოლებში, რადგანაც ხარიხის უზრუნველსაყოფად კონკურსის მონაწილეებს არც დრო აქვთ და არც საშუალება.


„თებერვალში სასკოლო სახელმძღვანელოებზე კონკურსი გვაქვს, დარჩენილია ძალიან ცოტა დრო. მოვითხოვეთ ვადის გადაწევა, თუმცა სამინისტროსგან უარი მივიღეთ.  უმძიმესია ამ პირობებში სახელმძღვანელოზე მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ დისტანციურად, ასეთ პირობებში ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ეს ხარისხზეც იმოქმედებს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს - როგორ უნდა დაიწეროს 4 თვეში ხარისხიანი სახელმძღვანელო სკოლისთვის, რომელიც გინდა რომ წინაზე უკეთესი იყოს,“ - განმარტავს თინა მამულაშვილი.

 

გამომცემლობა კი, ამასობაში როგორც ბიზნესი მილიონიან ზარალს განიცდის, წიგნის ფესტივალების არქონისა და ელექტრონული ვაჭრობის არაეფექტურობის გამო.


 „გამომცემლობას კონვეიერივით აქვს საქმიანობა აწყობილი და რა თქმა უნდა, პირველი ლოქდაუნი როგორც კი გამოცხადდა, მაშინვე შევაჩერეთ პროექტები, მეორე ლოქდაუნზე არც კი ვფიქრობდით. შეკვეთები გვაქვს და რომ ჩამოვა ამდენი წიგნი, მაღაზიები თუ დაკეტილია დაკეტილია, როგორ უნდა გაიყიდოს ვერ ვხვდებითფაქტობრივად უნდა დავასაწყობოთ. ელექტრონულ გაყიდვებზე ჩვენც ვართ დამოკიდებული, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა წიგნს მაინც მაღაზიაში ყიდულობს, ეს რიტუალივითაა ბევრისთვის. შესაბამისად, ელექტრონული გაყიდვები ვერ აკომპენსირებს ზოგად გაყიდვებს. იმ მასშტაბის პროექტები არ გვაქვს, რასაც ადრე გამოვცემდით, როგორც შეგვეძლო შევაჩერეთ ან გადავავადეთ.


მთავარი პრობლემა არის ის, რომ შეიძლება გამომცემლობამ გადაიტანოს ეს მძიმე პერიოდი, მაგრამ წიგნზე კი არა საკვებისა და მედიკამენტების შეძენაზე იფიქრებს ის ხალხი, ვინც შემოსავლების გარეშე დარჩა,“ - ამბობს „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი.

კონკურსთან და 8-9-ე კლასელების მომდევნო სახლმძღავნელოების ხარისხთან დაკავშირებით იმავე აზრზეა გამომცემლობა „ინტელექტი“. გამომცემლობის დამფუძნებელი კახა კუდავა მიიჩნევს, რომ სასკოლო წიგნის გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც სამუშაოდ გამომცემლობებს მხოლოდ 4 თვე აქვთ, ისიც შეზღუდვებისა და დისტანციური მუშაობის პირობებში. 


„ ეს არის კატასტროფა - არც ერთ ქვეყანაში წიგნის მაღაზიები არ არის დახურული. თუ წიგნი არ გაიყიდა, მაშინ რას გვაძლევს მისი დაწერა, დაბეჭდვა ან გამოცემა. ჩვენ ყველა რეგულაციას დავიცავთ, მაგრამ წიგნის მაღაზიები სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, ეს ყველაზე დიდი სატკივარია.

მეორე სატკივარია ის, რომ მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები თებერვლის შუა რიცხვებში უნდა ჩავაბაროთ. ასეთ პირობებში სახელმძღვანელოს შედგენა შეუძლებელია.  ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი მუშაობს ონლაინ რეჟიმში, მაგრამ სახელმძღვანელო არ არის რომანი, რომ დააკაბადონო. ეს არის ცოცხალი სამუშაო, სადაც ავტორი, დიზაინერი, დამკაბადონებელი უნდა იყვნენ მუშაობის პროცესში ერთად. სახელმძღვანელოს დასაწერად იძლევიან 4 თვეს და მათი შეფასებისათვის იხარჯება 7-8 თვე. როგორღაც უნდა შემცირდეს ამ შემფასებელი ექსპერტების სამუშაო დრო და მიეცეს ავტორებს საშუალება, რომ კარგი სასკოლო წიგნი დაწერონ. ღია წერილით მივმართეთ განათლების სამინისტროს, შემდეგ მთავრობას, მაგრამ უშედეგოდ.  ჩვენ ვითხოვდით, რომ ორი თვით მაინც გაგვიხანგრძლივონ ეს ვადა.

 ასეთ სახლმძღვანელოებს „სუროგატებს“ ვეძახით, რაც ხარისხს არ იძლევა და არაა გაუმჯობესებული. რეფორმა იმას ნიშნავს, რომ წიგნი უნდა იწერებოდეს დაკვირვებით. რაღაცა შეთავაზებები გვქონდა, მაგრამ განათლების სამინისტროს სძინავს,“ - ამბობს გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი და დირექტორი კახა კუდავა.


კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო გაკოტრების პირასაა და საერთაშორისო ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს მიერ მოპოვებული სახელი სახელმწიფოს მიერ არაა დაფასებული.


 „ვმუშაობთ ონლაინ გაყიდვებზე, ეს რეალიზაცია არის  5-8 პროცენტი იმის, რაც  გვქონდა. გაკოტრდება ეს სფერო და  როცა 2018- ში ვამაყობდით ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო ჩვენს შესახებ - ეს ყველას დაავიწყდება და სამწუხაროა. ასე ვერ წავალთ შორს - 25 წელია მუშაობს ჩვენი გამომცემლობა, ბევრი თანამშრომელიც ზუსტად ამდენი წელია ჩვენთანაა, როგორ გავათავისუფლო ეს ხალხი, ვინც გამომცემლობის და წიგნის ყველა ნიუანსი იცის. გამოსავალი ისაა, რომ წიგნი უნდა გავიდეს ისევ ბაზარზე, უამრავი წიგნი გვქონდა მზად და დავბეჭდეთ, ონლაინ ფესტივალები ჩავატარეთ და გვიდევს წიგნები დასაწყობებული. ეს სფერო რომელიც ვითარდებოდა წლობით, ჩაიძირება. ჩვენთან წიგნის მაღაზიებში რიგები არაა და დისტანციის დაცვა არ გაგვიჭირდება. მოკლედ, პანაშვიდი გვაქვს და ვიღებთ სამძიმრებს,“ - ამბობს კახა კუდავა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up