ალექსანდრე გიორგიძე - სფერო, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემომტანი იყო, ერთი წელია, გაჩერებულია, ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა

ალექსანდრე გიორგიძე - სფერო, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემომტანი იყო, ერთი წელია, გაჩერებულია, ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა

access_time2021-01-24 17:00:13

ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა და 48 საათში თუ არ იქნა რამე ნაბიჯი გადმოდგმული, იძულებულნი ვიქნებით, გადავიდეთ უფრო რადიკალურ ქმედებაზე კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.



„საკითხი არის ძალიან მარტივი. სფერო, რომელიც არის ერთი წელი გაჩერებული და მთავარი შემომტანი იყო ქვეყნის ბიუჯეტის, დაახლოებით 25-27 პროცენტამდე ავსებდა ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ეს სფერო არის სრულიად გაჩერებული. ზარალი ძალიან მარტივად დათვლადია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პერსპექტივაც არ ჩანს, როგორ გავიხსნებით. მე როგორც ვიცი, მარტი-აპრილამდე არანაირი გეგმის დადებას სახელმწიფო არ აპირებს. არსებობს ლოკალური გამოწვევები. ლოკალური გამოწვევებია ის, რაც არის ჩვენი მოთხოვნები, რომ გაიხსნას საზღვრები რეგულაციებით, მთის კურორტებს, რომლებიც მეორე წელია, გაჩერებულები არიან, შარშან წყლის პრობლემის გამო დიდი ზარალი მიიღეს, წელსაც იგივე მდგომარეობა გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.



მისივე თქმით, მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 1200 კომპანია გაკოტრდა, ხოლო 350 000-მდე ადამიანი, რომლებიც ტურიზმში იყვნენ დასაქმებული, უმუშევრად არიან დარჩენილი.



„მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყანაში შიმშილობის ზღვარზე და ამის ფონზე სახელმწიფო არ გვაძლევს გამომუშავების საშუალებას. უნდა გაიხსნას, სხვა გამოსავალი არ არის, თორემ ჩვენ გაზაფხული გვექნება ძალიან მძიმე და კიდევ რამდენიმე თვე რომ არ იმუშაოს სფერომ, ეს ნიშნავს დიდ სოციალურ აფეთქებას, აქამდე მივდივართ. აქ ვხედავ სხვადასხვა სფეროს ადამიანებს, რადგან ყველას მოშივდა. როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთ არგუმენტს, რომ კოვიდინფექციას ვუწევთ პრევენციას, ეს სასაცილოა“, – აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.




მისივე თქმით, ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.



„ჩვენ არ გვჯერა არც ერთი სიტყვის. ეკონომიკის მინისტრმა ჯერ პირველი ივლისი თქვა, მერე აგვისტო, მერე სექტემბერი-ოქტომბერი, ბოლოს, ახლა არ ვიცით, არ გვჯერა არაფრის. ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა და 48 საათში თუ არ იქნა რამე ნაბიჯი გადმოდგმული, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, გადავიდეთ უფრო რადიკალურ ქმედებაზე კანონის ფარგლებში. იქნება პიკეტირებები უფრო მასშტაბური აქციები სხვა გამოსავალი არ გვრჩება“, – განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.




1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up