„სფეისის“ სრულად ციფრული განვადება 5 წუთში, ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიაში

„სფეისის“ სრულად ციფრული განვადება 5 წუთში, ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიაში

access_time2020-06-16 11:00:17

მაშინ, როდესაც ყველას დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა მოგვიწია, ორმაგად აქტუალური გახდა ციფრული სერვისები და ონლაინ შოპინგი. ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც უკვე ორი წელია მომსახურების გაციფრულებას წარმატებით ახერხებს, პირველი ქართული ნეობანკი სფეისია. სხვადასხვა ყოველდღიურ საბანკო სერვისებთან ერთად, 2019 წლის დეკემბრიდან სფეისმა პირველი სრულად ციფრული განვადებაც დანერგა. სულ რაღაც 6 თვეში, სფეისით უკვე ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიაში შოპინგია შესაძლებელი.


როგორ ხდება განვადების 1-დან 5 წუთამდე დამტკიცება, როგორ შეიცვალა მომხმარებლების ქცევა ბოლო სამ თვეში და როგორ მოერგო სფეისი ახალ გამოწვევებს, ამაზე რუსკა ქურდოვანიძეს (product owner სფეისში) ვესაუბრეთ.


„იქიდან გამომდინარე, რომ სფეისი პირველი დღიდანვე სრულად ციფრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, ჩვენ ახალ რეალობაზე მორგება არ დაგვჭირვებია. ჩვენ გვაქვს სამთვიანი ეფექტური 0%-იანი შეთავაზება, რომლის დროსაც ნივთში იხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და ამ ღირებულებას უბრალოდ სამ ნაწილად ყოფთ. ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება დიდი არჩევანი მიგვეცა სფეისელებისთვის, ამიტომ დავამატეთ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ონლაინ მაღაზია, ამ ეტაპზე უკვე 60-ზე მეტი პარტნიორი გვყავს“ - ამბობს რუსკა ქურდოვანიძე.


ბოლო სამი თვის მანძილზე, სფეის განვადების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, გარდა სამთვიანი შეთავაზებისა, სტანდარტული პირობებითაც ბევრი სარგებლობდა. ყველაზე პოპულარულ ნივთებს შორის კომპიუტერული ტექნიკა და სათამაშო კონსოლი ლიდერობენ, თუმცა ასევე საინტერესოა, რომ გაიზარდა მოთხოვნა ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ტრენაჟორი და ორთქლის საწმენდი აპარატი. როგორც ჩანს, თვითიზოლაციის პერიოდში ფიზიკური ფორმისა და სახლში სისუფთავის შენარჩუნების საჭიროება აისახება ჩვენი ყიდვის ქცევაზეც.




რა არის სფეის განვადების მთავარი უპირატესობა?


„მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრწაფი და მარტივი პროცესი, როდესაც უბრალოდ სახლიდან გაუსვლელად, ირჩევ ნივთს და მაქსიმუმ 5 წუთში განვადება გიმტკიცდება და ნივთი შენია. გარდა ამისა, ჩვენი ზოგადი მიდგომაა სფეისში, რომ არ გვაქვს არანაირი დაფარული და ზედმეტი საკომისიოები. განვადების შემთხვევაშიც, არ გვაქვს არც გაცემის, არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო. თუ ხვდებით, რომ სამ თვეში ვერ ახერხებთ ნივთის ღირებულების დაფარვას, სტანდარტულ გრაფიკზე გადასვლაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, მინიმალური შენატანის გადახდით.


მუდმივად ვცდილობთ, პარტნიორებთან ერთად საინტერესო აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ სფეისელებს. ამისთვის, რა თქმა უნდა მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლების უკუკავშირს და სურვილებს, რომ შეთავაზებები სწორედ მათ მოთხოვნას მოვარგოთ და არა პირიქით.“ - აცხადებს რუსკა ქურდოვანიძე.


თუ ჯერ არ ხართ სფეისის მომხმარებელი, შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია და შეაფასოთ სრულად ციფრული ბანკის სერვისები.

 

გადმოწერე ios-ზე

გადმოწერე android-ზე


(R)

თეგები:
სფეისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up