სეზონის ორი თვე ჩაგვივარდა და უცხოელი დამსვენებლებისგან ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს - „ჰეშკილის ქოხები“

სეზონის ორი თვე ჩაგვივარდა და უცხოელი დამსვენებლებისგან ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს - „ჰეშკილის ქოხები“

access_time2020-06-26 10:50:13

კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო საქართველოში ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა „ჰეშკილის ქოხები“ ერთ-ერთია, რომელიც მომზადებული დახვდა პოსტ-პანდემიურ პერიოდს. ქოხები ერთმანეთისგან თავიდანვე გარკვეული დისტანციით იყო განლაგებული.


სასტუმროს სტუმრები წლების განმავლობაში ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან, მაგრამ მთებით გარშემორტყმულმა გარემომ, უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც გამოიწვია. როგორც „კომერსანტს“ „ჰეშკილის ქოხების“ მეპატრონემ დავით ფილფანმა განუცხადა, წინა წელს 20-30%-ს სწორედ უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა წელს მათგან ჯავშნები საერთოდ არ არის.


„ჩვენი საოჯახო სასტუმრო სეზონურობით ხასიათდება, მაისიდან ვიწყებთ და ნოემბრის ბოლომდე ვმუშაობთ. ორი თვე ფაქტიურად ჩაგვივარდა, ივნისის ბოლოდან გავიხსენით, მაგრამ საბედნიეროდ, მომდევნო თვეებისთვის საკმაოდ აქტიური მოთხოვნა წამოვიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა რა თქმა უნდა ნაკლებია, მაგრამ ივლისი-აგვისტოსთვის დაჯავშნა აქტიურად მიმდინარეობს, თუ ამას დავეყრდნობით ჩვენი მომხმარებლები დღითი-დღე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით უცხოელი დამსვენებლებისგან ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს, მართალია მათი რაოდენობა წინა წლებშიც არ იყო დიდი, დაახლობით 20-30%-მდე. ფასებთან დაკავშირებით ცვლილებები არ გვაქვს, რადგან პროდუქტების ფასმა 2-ჯერ მოიმატა და შესაბამისად ამ ეტაპზე ფასდაკლებები არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ფილფანმა.





„ჰეშკილის ქოხები“ წლევანდელ დამსვენებელს სიახლით ხვდება. აქამდე თუ ელექტოენერგიის პრობლემა იყო, წელს სოფელს შუქი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. გარდა ამისა, შეიქმნა დამატებითი ღია სივრცე და გაკეთდა დიდი ტერასა. 


„საბედნიეროდ ელექტროენერგიის პრობლემა შედარებით მოგვარდა, ამიტომ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონი ნოემბრამდე გაგრძელდება. წლევანდელ სეზონზე ჩვენს სტუმრებს სიახლე დახვდებათ, დიდი ტერასა გავაკეთეთ, შევქმენით დამატებით თავისუფალი სივრცე, რომ დამსვენებლებმა თავი უფრო უსაფრთხოთ და დისტანციურად იგრძნონ. პანდემიის პირობებში შემოსასვლელებთან დეზო-ბარიერები მოვაწყოთ და სადენზინფექციო ხსნარები განვათავსოთ. გარდა ამისა, სხვებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან ყველა ქოხში გვაქვს ინდივიდუალური შესასვლელი და აივნები. ქოხებს შორის დიდი დაშორებაა, დაახლოებით 6000 კვ.მ-ზე არის 12 ქოხი განლაგებული, შესაბამისად სტუმრებს შეუძლიათ ისე გაატარონ აქ დრო, რომ სხვებთან ახლო კონტაქტი არ ჰქონდეთ“, - განაცხადა დავით ფილფანმა. 




„ჰეშკილის ქოხები“ მესტიიდან 6 კილომეტრში და ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ადამიანებისგან მიტოვებულ ადგილას, უშბას მწვერვალისა და ლაილას ქედის ცენტრში ფილფანების ოჯახმა საოჯახო სასტუმროს 5 წლის წინ მოაწყო. 


ნინო თამაზაშვილი








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up