შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათგან 21 ადამიანი 4-ბალიანი შტორმის დროს გადაარჩინეს.
გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ამასთან, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილოს მაშველების მითითებებს - არ შევიდნენ წყალში შტორმის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. ამასთან, არ დატოვონ ბავშვები უყურადღებოდ.