სესხზე წვდომის გამკაცრება ან მცირე სესხების განულება გამოსავალი არ არის, შეზღუდვა ემიგრანტთა რაოდენობას გაზრდის - ექსპერტები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის გზებს აფასებენ

სესხზე წვდომის გამკაცრება ან მცირე სესხების განულება გამოსავალი არ არის, შეზღუდვა ემიგრანტთა რაოდენობას გაზრდის - ექსპერტები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის გზებს აფასებენ

access_time2018-12-07 10:00:00

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშეა,რომლის გადაჭრის მიზნით ეროვნული ბანკის რეგულაციებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხზე წვდომის შეიზღუდა, ასევე დაანონსებულია ცვლილებები, რომელებიც 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდება.


 

კომერსანტი დაინტერესდა რამდენად ადეკვატურად მიიჩნევენ ექსპერტები ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯებს და რა რეკომენდაციებს აძლევენ მთავრობას.



ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე კომერსანტთან საბანკო სფეროს რეგულაციებს აფასებს, მისი თქმით, ჭარბვალიანობა მთავრობის მხრიდან სწორადაა დასახელებული ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად, თუმცა რეგულაციები, რომლებიც სესხებზე წვდომას ზღუდავს ემიგრაციის წამახალისებელი გახდება.



„ქვეყნის მსოსახლეობის 80%-ს აღწევს პრობლემური მსესხებლების რაოდენობა და სწორად არის დაფიქსირებული მთავრობის მხრიდან ჭარბვალიანობა სერიოზულ პრობლემად. თუმცა, ვფიქრობ, გადაჭრის გზები არ არის მთლად ადეკვატური. უამრავი ადამინი ემალება სახელმწიფო სტრუქტურებს თუ ამომღებ კომპანიებს, ქონებას სხვაზე აფორმებს და უპერსპექტივო მდგომარეობაში არიან. სოციალურ ფონს ჭარბვალიანობა ნამდვილად აუარესებს. ის რეგულაიები, რომლებიც ხელისუფლებამ შესთავაზა საზოგადოებას საკმარისი არ იქნება, თუმცა გარკვეულ დადებით როლს ითამაშებს. ისიც საფიქრალია, რომ ადამიანები, რომლებიც სასურველი ანაზღაურებით ვერ იპოვიან სამსახურს კარგავენ პერსპექტივებს. ასეთი ადამიანებისთვის გამოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასვლაა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე წასულია საზღვარგარეთ, ქვეყანაში დარჩენილ საზოგადოებას, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებშია, დიდ პრობლემებს შეუქმნის სესხზე წვდომის შეზღუდვა და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც ეხება მისი მოგვარება,“-განაცხადა ვაჟა ბერიძემ.




ვაჟა ბერიძე ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების გზად არსებული პროცენტების შემცირებასა და ხელშეკრულებების გადახედვას ასახელებს.



„სესხზე წვდომის გამკაცრება ან მცირე სესხების განულება ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის, აქ უფრო ფართო მაკროეკონომიკური ხედვაზე დაფუძნებული ღონისძიებების დაგეგმვაა საჭირო და ამაზე სახელმწიფომ საზოგადოებასთან ერთად აქტიურად უნდა იმუშაოს. კარგი იქნება გადაიხედოს არსებული პროცენტები და ხელშეკრულებები. მმართველმა პარტიამ და მისმა ეკონომიკურმა გუნდმა ამაზე დღესვე უნდა იფიქროს და არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში,“-განაცხადა ვაჟა ბერიძემ.



ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნაადრევს უწოდებს ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც  და თვლის, რომ ის მოსახლეობასა და ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.



„ზოგადად მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რეალური უმუშევრობა 70%-ს აღწევს და მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ოფიციალური შემოსავლები, ვფიქრობ, ეს რეგულაციები ეროვნული ბანკის მხრიდან ნაადრევი და ამასთან ცალმხრივია, რადგან მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებს არ ითვალისწინებს.

როდესაც არის გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის ჩნდება ე.წ. შავი ბაზარი, ეს იქნება კერძო მევახშეები. პირები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ვერ გააკონტროლებს, ამიტომ სესხის აღების პროცესი მაინც გაგრძელდება, უბრალოდ მოსახლეობა ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში, რადგან უმეტესად ადამინები სესხს იღებენ იმისთვის, რომ გადაირჩინოს თავი, იყიდოს პირველადი მოხმარების საგნები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. ეს ნამდვილად არაა სესხები აღებული ფუფუნების საგნების შესაძენად, ამიტომ რეგულაციები მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე,“-განაცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა



კომერსანტის კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად ვახტანგ ხომიზურაშვილი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას ასახელებს, რაც უმუშევრობის პრობლემას გადაჭრის.



„მთავრობა ყოველთვის და ამ შემთხვევაშიც ებრძვის შედეგებს, ანუ ჭარბვალიანობას, მაგრამ აქ მთავარი არის მიზეზი, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია და სწორედ მას უნდა მიექცეს ყურადღება. მიზეზი უპირველესად მოსახლეობის შემოსავლების წყაროს დეფიციტია. ქვეყანაში მარტივია ბიზნესის რეგისტრაცია, თუმცა შემდეგ მისი განვითარება საკმაოდ რთულია, რადგან შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობის შექმნაზე, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ შეიქმნება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ინვესტირება მოხდება ქვეყნის რეალურ სექტორში. ამ მხრივ პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა სახელმწიფო ვერ იყენებს. ადგილობრივი საწარმოების შექმნა და ამუშავება ბუნებრივად მოხსნის უმუშევრობისა და ჭარბვალიანობის პრობლემას. სწორედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი და არა ერთჯერადი ქმედებები, როგორიც მაგალითად ვალების განულებაა, რაც არაეფექტიანია ეკონომიკური თვალსაზრისით. საჭიროა საფუძვლიანი რეფორმები მთავრობის მხრიდან, თუმცა რამდენად კომპეტენტურია მთავრობა ამ რეფორმების გასატარებლად, ეს კიდევ სხვა საკითხია.“-განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი


მარიამ ტიტვინიძე




The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up