სესხს ეროვნული ბანკის გარეშე ვერც ლომბარდები გასცემენ

სესხს ეროვნული ბანკის გარეშე ვერც ლომბარდები გასცემენ

access_time2017-12-12 12:15:32

საბანკოდან გამიჯნული ბიზნესის მარეგულირებელი ცვლილებების კენჭისაყრელად პარლამენტარები მზად არიან, თუმცა არავინ იცის ამის საშუალება როდის მიეცემათ.


საკანონმდებლო პაკეტი, რომლის კენჭისყრა კონსულტაციების მიზეზით არის შეჩერებული, ჰოლდინგურ კომპანიებთან ბანკების ფინანსური არხების გარდა, არასაფინანსო სექტორის გაკონტროლებასაც ითვალისწინებს, სესხის გამცემი ყველა სუბიექტის, მათ შორის online კომპანიებისაც. გაკონტრილდება ლომბარდების საქმიანობაც. შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნით. შედეგად ბაზრიდან უნდა გაქრეს უპასუხისმგებლო გამსესხებელი, რომელიც მსესხებლის გადახდისუნარიანობას ვერ აფასებს და გადახდისუუნარობის საფრთხეს უქმნის.


ცვლილებებზე საფინანსო კომპანიების აზრი გაყოფილია, ბანკის ლობისტების დამოკიდებულება კი სუბიექტური, რომ ყველა საფინანსო არხის გაკონტროლებით კერძო სექტორი შეიზღუდება და საბოლოოდ პროდუქტის ფასზე აისახება, რაც ისევ მომხმარებელს დააწვება.


“ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების საჭიროება სებ-ს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებით აქვს მოტივირებული. კანონპროექტით იზრდება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის განმსაზღვრელი საინფორმაციო ბაზა, კრედიტინფოსთან საგადასახადო ინფორმაციის დაკავშირებით. შემოდის საკრედიტო ბიუროს ცნება. ინფორმაციის გამოყენების წესებს სებ-ი განსაზღვრავს. ორგანულ კანონში ცვლილებებით (მუხლი # 48; #50) სავალუტო პუნქტებზე სებ-ის საზედამხედველო უფლებამოსილება იზრდება და არა მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით იქნება შეზღუდული.



კანონს ემატება ახალი მუხლი (#501), რომელიც სებ-ს საშუალებას მისცემს მიზანშეწონილობის შემთხვევაში განსაზღვროს პუნქტის მიერ მომხმარებლის ინფორმირების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი. ცვლილება შედის ორგანული კანონის 641 მუხლში, რომელიც სებ-ს ვებ–გვერდზე მისი ზედამხედველობის მიღმა მოქმედ პირთა სიის გამოქვეყნების უფლებას აძლევს.


კომპანიების, რომლებიც გასცემენ სესხებს და იზიდავენ სახსრებს, საჯარო შეთავაზებით (მაგ: გახმაურებული საქართველოს საფინანსო კომპანია) ორგანულ კანონს ემატება 483 მუხლი (საბანკო და საკრედიტო საქმიანობა), რომელიც თანხების მოზიდვის შეზღუდვის მექანიზმს ადგენს. რეგისატრაციის და ლიცენზიის გარეშე , მეწარმე დაბრუნებადი ფულად სახსრებს ვერ მოიზიდავს. ვერც სესხს გასცემს და რეკლამირებაც შეეზღუდება. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს უფლებამოსილება მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ან პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში ენიჭება.



bpi.ge



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up