„ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ დგას“, — ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) დამატებითი სესხების მიღების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ ამ პროგრამის დაწყებას. ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ დგას. თუმცა, მდგომარეობა ცვალებადია და არ არის გამორიცხული, რომ ეს აუცილებლობაც დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სესხება, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ამას.
მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ვიყავით. მაშინ საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება ძალიან მალე მოხდა“, — აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
საქართველო IMF-სთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს.