სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა

სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა

access_time2019-04-24 11:17:50



ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.
სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას ტერაბანკი არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს.



„გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა მარტო სესხის მიღების პირობებს გაუმარტივებდა, არამედ უფრო დიდი მოცულობით თანხის მიღების შესაძლებლობასაც მისცემდა. პროდუქტს ბაზარზე ანალოგი არ აქვს და ვფიქრობთ, მას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ეყოლება“,- აღნიშნავენ ტერაბანკში.


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ტერაბანკმა ახალი პროდუქტი სპეციალურად ემიგრანტებისთვისაც შექმნა. იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურებისა და დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენისთვის ყოველგვარ ბარიერს  უხსნის.




ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.  


(R)


თეგები:
ტერაბანკი



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up