„სესხებზე საშეღავათო პერიოდის დასრულება ლარის გაუფასურებას და ინფლაციის ზრდას გამოიწვევს“

„სესხებზე საშეღავათო პერიოდის დასრულება ლარის გაუფასურებას და ინფლაციის ზრდას გამოიწვევს“

access_time2020-10-08 11:00:06

სესხებზე საშეღავათო პერიოდი დასრულდა, მაგრამ ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი კვლავ გრძელდება, ამიტომ მოსახლეობას და ბიზნესს გაძვირებული საბანკო ვალდებულებების შესრულება, გაუფასურებული ლარის პირობებში სამომავლოდ კიდევ უფრო გაუჭირდებათ. რა შედეგები გამოიღო 6 თვიანმა სესხების გადავადების პროგრამამ და საჭირო იყო თუ არა შეღავათების გაგრძელება, ამ თემაზე სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ისევ გრძელდება და ბევრ ბიზნესს უჭირს, დღეს ქვეყანაში სესხების მასობრივი გადავადების საჭიროება აღარ დგას.


„წლის დასაწყისში სესხების გადავადებით, ფიზიკური პირების დაახლოებით 70%-მა ისარგებლა. მეორე სამთვიანი ტალღა გადავადებების იყო უკვე ბევრად ნაკლებად გამოყენებული, დაახლოებით 20%-მა ისარგებლა ამ შეთავაზებით. ჩვენი შეხედულებით მაშინაც ყველას არ ჰქონდა ის ფინანსური სირთულეები და ნაწილმა სავარაუდოდ, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ზაფხულში გაიმარტივა ფინანსური ტვირთი. მომავალში უფრო შემცირდება ამის საჭიროება, ბანკებს, რა თქმა უნდა, აქვთ საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდობა, რათა ინდივიდუალურად იმუშაონ თავიანთ მსესხებლებთან და მათ საჭიროების შემთხვევაში გაუხანგრძლივონ სესხების მომსახურების ვადები“,- განაცხადა ლეჟავამ.


ეროვნული ბანკის შეფასებას არ ეთანხმება ოპოზიცია. პარტია „ლელოს“ წარმომადგენელის გიგლა მიქაუტაძის აზრით, საშეღავათო პერიოდი კი დასრულდა, თუმცა კრიზისი ისევ გრძელდება და მთავრობა ვეღარაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.



„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა და მოვუწოდებ დროულად აიღონ ინიციატივა ხელში. აუცილებელია მთავრობის, ეროვნული ბანკის და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბონ სასწრაფოდ და ერთად შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა 6 თვით მაინც მოხდეს საშეღავათო პერიოდის დაწესება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კრიზისამდე პირნათლად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.


საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სესხების კიდევ ერთხელ გადავადების შეთავაზება საკმაოდ სერიოზულ რესურსებთან არის დაკავშირებული კომერციულ ბანკების მხრიდან და უკვე პირდაპირ მათ ლიკვიდურობას  შეუქმნიდა საფრთხეს, ამიტომ ამის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. მითუმეტეს რომ რეალური შედეგი ვერც 6 თვიანმა გადავადებამ გამოიღო, რადგან საბოლოოდ როდესაც მსესხებლები გადახდებს დაიწყებენ, ამის შედეგად დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაბამისად ლარის კურსი მეტად გაუფასურდება და ინფლაციაც გაიზრდება.


„მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებაზე საუბარი, თუ როგორ აპირებდა მთავრობა ეკონომიკის გამოჯანსაღებას, რომელიც საბოლოო  ჯამში თავისთავად მოახდენდა ამ გადავადებული ვალების გასტუმრებას. სამწუხაროდ მიმდინარე ეტაპისთვის ეკონომიკაში გამოსწორება ვერ დავინახე, გარკვეული ძვრები გაჯანსაღების მიმართულებით გვაქვს, რაღაცეები გამოცოცხლდა,  მაგრამ მნიშვნელოვან პრობლემად მაინც ლარის კურსი რჩება, რომელიც ამ გამოცოცხლებას ანახევრებს, რადგან ფასებზე აისახება, განსაკუთრებით იმპორტიორებზე და ეკონომიკას საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის. მეორეს მხრივ ამ საშეღავათო პერიოდის გასვლა მნიშვნელოვნად გამოიწვევს  ფულზე მოთხოვნის ზრდას. ლარზე მოთხოვნას გაზრდის იქიდან გამომდინრე, რომ საზოგადოებას სჭირდება ლარი, რომ სესხები გაისტუმროს და რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია გაიზრდება მოთხოვნა დოლარზე, რადგან სასესხო პორტფელის 50%-ზე მეტი დოლარიზებულია, შესაბამისად  საზოგადოებას დამატებითი დოლარი დასჭირდება, რომ ისინი გაისტუმრონ.  ბოლო პერიოდში  სანამ  სესხების  გადახდა  არ  მიმდინარეობდა, ლარი გაუფასურდა და ახლა სესხების გადახდები  რომ დაემატება, ზეწოლა ლარის კურსზე გაორმაგდება და ცუდ შედეგებს მივიღებთ. სესხების გადახდა რომ განახლდება ეს ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას გამოიწვევს, შესაბამისად კურსი გაუფასურებისკენ მოძრაობას გააგრძელებს და საბოლოოდ ინფლაციაზე აისახება. ინფლაციური პროცესები თუ  წავიდა ეროვნულ ბანკს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რესფინანსირების განაკვეთის ზრდა და ისედაც დაპაუზებულ ეკონომიკაში, კიდევ გამკაცრებული მონეტრული პოლიტიკა რა შედეგებამდე მიგვიყვანს რთული მისახვედრი არ არის“, - განმარტავს კიკვიძე.


ექსპერტის განმარტებით, საშეღავათო პერიოდის იდეა ის არის, რომ ეკონომიკამ შეძლოს სესხების გადახდის ტვირთი გადაავადოს იქამდე, სანამ გამოცოცხლდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამ საშეღავათო პერიოდის შედეგად სარგებელი მხოლოდ ბანკებმა მიიღეს.


„რამდენიმე თვე აიღო ეკონომიკამ, რომ დაიწყოს ამუშავება, გამოიმუშავოს  ფული და გააგრძელოს ამ ვალების გადახდა, იდეა ამ გადავადებების ეს არის, თუმცა საბოლოო ჯამში ეკონომიკა ჯერ არ გაჯანსაღდა, შესაბამისად იდეაც და გადადგმული ნაბიჯებიც წყალში გადაყრილი გამოდის. მოსახლეობას გაუფასურებული ლარის პირობებში უწევთ  დარიცხული ზედმეტი  პროცენტის,  გაზრდილი გადასახადის და ლარში გამოხატული  გაორმაგებული თანხის გადახდა, რა თქმა უნდა  ამის  შედეგი არის ცუდი და არასწორი. რეალურად იმ პორტფელის მომსახურება რაც ახლა გვაქვს და რისი გადახდაც  მცირე  და საშუალო ბიზნესს, ასევე ფიზიკურ პირებს მოუწევთ,  ჯერჯერობით ეკონომიკა  მზად  არ არის. სამწუხარო რეალობა ეგეთია, რომ კომერციული ბანკები სოციალურ პაუხისმგებლობას არ იჩენენ თუ ამაში რაიმე სარგებელი ვერ მიიღეს, ამიტომ ამ გადავადებებით რაღაც ეტაპზე სწორედ ბანკებმა მიიღეს სარგებელი“, - აცხადებს დავით კიკვიძე.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up