სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდება, როცა ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ინფლაცია შემცირების ტრენდი აქვს - კობა გვენეტაძე

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდება, როცა ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ინფლაცია შემცირების ტრენდი აქვს - კობა გვენეტაძე

access_time2023-01-24 18:00:16

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდება, როცა ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ინფლაცია შემცირების ტრენდი აქვს. 


მისი თქმით, რთულია იმაზე საუბარი თუ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე.



„როცა ფასების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფლაციის ტემპი შემცირდეს. როცა ქვეყნდება ხოლმე თვიური ან წლიური ინფლაცია, ეს არის ინდექსი და მასში არის გარკვეულო პროდუქტები, რომელზე ფასები მცირდება და რომელზეც იზრდება. ჩვენ ცალკეულ პროდუქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნორმის თარგეტირება გავაკეთოთ. ჩვენ, ზოგადად, ინფლაციას, როგორც ფასების საერთო დონის ცვლილებას ისე ვუყურებთ. ის ტენდენცია, რომელიც არსებობს, ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება ჩვენი პროგნოზის მიხედვით. დაახლოებით თებერვლის თვიდან უნდა მდავინახოთ ინფლაციის უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში უკვე თარგეტთან ახლოს ყოფნა. რადგან გაურკვევლობა ჯერ კიდევ მაღალია, აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძალიან რთულია.


რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც უკვე დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ამის შემდეგ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 1-ელ თებერვალსაა. რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ანალიზი ჩატარდება და განვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, იმისთვის, რომ დაიწყოს შემცირება, კიდევ უფრო მდგრადი შემცირების ტრენდი უნდა დავინახოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.




USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up