სესხებსა და ანაბრებზე დარიცხულ პროცენტებს შორის სხვაობა კომერციული ბანკების სასარგებლოდ გაიზარდა

სესხებსა და ანაბრებზე დარიცხულ პროცენტებს შორის სხვაობა კომერციული ბანკების სასარგებლოდ გაიზარდა

access_time2021-04-27 11:00:11

მარტში ფიზიკური პირებისთვის როგორც სესხებზე ასევე ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. კლების ტემპი გაცილებით მაღალი დეპოზიტების მიმართულებით იყო. ერთ თვეში ის 6.5%-დან 5.6%-მდე შემცირდა, სესხებზე კი 12.4%-დან 12.2%-მდე. თუ თებერვალში სპრედი 5.9%-ს შეადგენდა, მარტში კომერციული ბანკების სასარგებლოდ 6.6%-მდე გაიზარდა.


ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ვარდნა უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების გაიაფებამ გამოიწვია. ფიზიკური პირებისთვის მარტში უცხოურ ვალუტაში გახსნილ ანაბრებზე დარიცხული სარგებელი 1.4%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია. 9.2%-დან 9%-მდე შემცირდა ლარში განთავსებულ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტიც, რაც ბოლო 19 წლის საშუალოსთან შედარებით მხოლოდ 1%-ითაა ნაკლები, მაშინ როცა უცხოური ვალუტის შემთხვევაში სხვაობა 4.8%-ს შეადგენს. კომერციული ბანკები ფიზიკურ პირებს ლარში განთავსებულ ანაბრებზე 6.3-ჯერ მაღალ განაკვეთს სთავაზობენ. 1 თვის წინ განსხვავება 5-ჯერ მეტი იყო, 1 წლის წინ 4.2-ჯერ მეტი. მიუხედავად ამისა დეპოზიტების 78% მაინც უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ანაბარმა დოლარში საინვესტიციო ღირებულება დაკარგა, ის კვლავ რჩება დაგროვებისა და შენახვის საშუალებად, მაშინ როცა ლარის გაუფასურების ტემპი, მასზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთზე მეტია. $1000-ის განთავსება დოლარში 1 წლის ვადით უფრო მომგებიანია, ვიდრე იმავე მოცულობის თანხის ლარის ანაბარზე შეტანა.


ანაბრებისგან განსხვავებით მარტში სესხები უმნიშვნელოდ გაიაფდა, კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 18%-დან 17.9%-მდე შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი 6.2%-დან 6.1%-მდე.



1-ლი აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელი 37.940 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 487 მლნ ლარით - 1.27%-ით ნაკლებია, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.89%-ით. ანაბრების მოცულობა უმნიშვნელოდ 0.03%-ით 36.030 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 1.5%-ით 58.150 მლრდ ლარამდე გაიზარდა აქტივების მოცულობაც.


წლის პირველ კვარტალში რეკორდულად 412 მლნ ლარამდე გაიზარდა ბაკების წმინდა მოგებაც. მხოლოდ მარტში მოგებამ 166 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნული ძირითადად გასული წლის პირველი კვარტალის ზარალს უკავშირდება. 2020 წლის მარტში, როდესაც ბანკებმა სესხები გადაავადეს, 943 მლნ-იან ბუღალტრულ ზარალზე გავიდნენ, თუმცა კალენდარული წელი მაინც 99 მლნ-იანი მოგებით დაასრულეს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up