სესხებზე საშეღავათო პერიოდის გასვლას ლარის კურსის გაუფასურება მოჰყვება

სესხებზე საშეღავათო პერიოდის გასვლას ლარის კურსის გაუფასურება მოჰყვება

access_time2020-07-03 14:00:27

მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა და 506.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 34.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.


საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გაზრდა მოსალოდნელიც იყო, გარდა ამისა 3 თვიანი პერიოდის გასვლა ლარის კურსის გაუფასურებასაც გამოიწვევს.


„ვადაგადაცილებული სესხების გაზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან უმუშევრობა გაზრდილია. სამთვიანმა საშეღავათო პერიოდმა საბანკო სექტორს პორტფელის სტაბილურობა შემატა, რათა თავიდანვე არ აფეთქებულიყო და დროში გადანაწილებულიყო. თუ უახლოეს პერიოდში ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილიზაციისკენ ნაბიჯები არ გადადაგა ვადაგადაცილებული სესხების ზრდა უფრო ფართო მასშტაბით იქნება მოსალოდნელი, ამას მერე საშეღავათო სესხები ვეღარ უშველის. თუმცა პირველი საშეღავათო პერიოდი გავიდა და პრობლემებიც შესაბამისად დაიწყო. გარდა ამისა, საშეღავათო პერიოდის გასვლას კურსის გაუარესება უნდა მოჰყვეს, რადგან სასესხო პორტფელის 60-70% უცხოურ ვალუტაშია და შესაბამისად  როგორც კი სესხების მომსახურება დაიწყება, დოლარზე  მოთხოვნა გაიზრდება, რაც წესით ლარის გაუფასურებას გამოიწვევს.


გარდა ამისა, შემცირებულია დეპოზიტების მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ  დანაზოგების ხარჯვა დაიწყო და ისიც სავარაუდოდ ნელ-ნელა ამოიწურება. საზოგადოებას რეალური ფული აღარ ექნება იმისთვის, რომ ეკონომიკას მიაწოდოს. ხალხი პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე აქტიურად გადადის და ფუფუნების საგნების ბიზნესებს ძალიან გაუჭირდებათ“, - განმარტა დავით კიკვიძემ.



ექსპერტმა საპროცენტო განაკვეთის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 1.2 პროცენტული პუნქტით და 13.6 პროცენტს შეადგენს. მისი თქმით, ბანკები საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მიღებული დანაკლისის ანაზღაურებას გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით ცდილობენ.


„ბანკები საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მიღებული დანაკლისის ანაზღაურებას გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით ეცდება, რაც ძირეულად არასწორია და ამაში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს. სამწუხარო რეალობაა, რომ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი ძალიან სტანდარტულად და მოწესრიგებულად ჩატარდა ანუ რეალური პროცენტი დაერიცხათ, თუმცა ახლა გადავადების პროცესი მომხმარებლისთვის ზედმეტი ხარჯი იქნება.


პარადოქსულია ისიც, როდესაც ინფლაცია კრიზიის დროს იზრდება, არადა პირიქით უნდა ყოფილიყო. ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ახსნა ვერ მოვუძებნე. ერთადერთი ისაა რომ სეზონურ სასურსათო პროდიქციაზე რაღაც ეტაპზე ფასების მატება მოხდა, ასევე კრიზისის დროს პანიკურმა დამოკიდებულებამაც იმოქმედა, როცა ცდილობდნენ პროდუქციის მომარაგებს, ამან ფასების ზრდა გამოიწვია. თუმცა მთლიანობაში  ინფლაციის მაჩვენებელი არცერთ შემთხვევაში ასეთი მაღალი არ უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, კაფე-რესტორნები შემცირებული ხალხის რაოდენობას გაზრდილი ფასით ცდილობდნენ, რაც ბიზნესისთვის შეიძლება სწორია, მაგრამ ეკონომიკისთვის დამღუპველია, რადგან ასეთ ბალანსს დიდხანს ვერ დაიჭერენ. ინფლაციის ზრდა სებ-მა ახსნა იმით, რომ ეს დროებითია, რაშიც ეჭვი მეპარება, გარდილი ფასები შენარჩუნდება და ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივს ვერ დაუბრუნდება. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ ეროვნულმა ბანკმა ძალიან აბსურდული მონეტარული პოლიტიკა გაატარა, დედოლარიზაციით და საბანკო რეგულაციებით დაწყებული“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 39.0 მლნ ლარით შემცირდა და 33.68 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 24.1 პროცენტი შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up