სესხების გადახდის პროაქტიული გადავადება ქმედითი იყო - შეღავათით დაახლოებით 300 000-მა მსესხებელმა ისარგებლა

სესხების გადახდის პროაქტიული გადავადება ქმედითი იყო - შეღავათით დაახლოებით 300 000-მა მსესხებელმა ისარგებლა

access_time2020-04-26 15:00:44

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობისა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, მომხმარებელს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესთავაზა.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდის პროაქტიურად დაწესება საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯი იყო, რამაც ხელი შეუწყო არსებულ რთულ ვითარებაში არაერთი მსესხებლისათვის ლიკვიდობის პრობლემის შედარებით შემსუბუქებას.


„თიბისი ბანკის მაგალითზე, ამ შეღავათით დაახლოებით 300 000-მა მსესხებელმა ისარგებლა, თავისთავად, საცალო სეგმენტის უდიდესი წილით. შემოსავლების მხრივ, შედარებით მაღალშემოსავლიან სეგმენტში მოთხოვნა 50%-ზე ნაკლები იყო. იმ სეგმენტში კი, სადაც შემოსავლები უფრო დაბალია, მოთხოვნა დაახლოებით 70%-ს გაუტოლდა. როგორც მოგეხსენებათ, საბანკო სექტორში ლიკვიდობა საკმაოდ ძლიერია, როგორც არსებული, ისე საჭიროების შემთხვევაში მოსაზიდი თანხების გათვალისწინებით. ამდენად, მსესხებლების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საკრედიტო პოლიტიკა კვლავ ძალაშია, როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მიმართულებითაც. მართალია ლარის რესურსი მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ამ მხრივ ბოლო პერიოდში არაერთი ინიციატივა გაჟღერდა, რაც პროცენტების თუ არა შემცირების, დასტაბილურების მოლოდინს მაინც ქმნის. ამასთან, რათქმაუნდა ლარის კურსი და ინფლაცია მნიშვნელოვანი რისკია, რაც ვფიქრობ რომ დამატებითი ლარის მიწოდების ინიციატივებისას სათანადოდ იქნება გათვალისწინებული“,  განაცხადა ოთარ ნადარაიამ.


მისივე თქმით,  საკრედიტო აქტივობის წახალისების მხრივ, რაც ეკონომიკის შედარებით სწრაფი აღდგენისათვის თავისთავად ძალზედ მნიშვნელოვანია, უკვე არაერთი ინიციატივა გაჟღერდა და ეს მისასალმებელია. თუნდაც იგივე სამშენებლო სექტორის სტიმულირება და სხვა.



„ამასთან დავამატებდი, რომ მოთხოვნის წახალისების მიზნით საცალო სესხების სტიმულირება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიზნესციკლებს აქვს თავისი წესები. იგივე დაკრედიტების კუთხით, მოსალოდნელია რომ ჯერ სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტება აღდგება და მხოლოდ ამის შემდეგ ბიზნესი. ამასთან შესაძლებელია, ბევრმა ფიზიკურმა პირმა, რომელსაც ამ ეტაპზე უდგას ლიკვიდობის პრობლემა, სამომხმარებლო სესხითაც მნიშვნელოვანწილად დააკომპენსიროს რამდენიმე თვიანი თუ უფრო ხანგრძლივი კრიტიკული პერიოდი და ვფიქრობ გარკვეული საგარანტიო სქემები და სტიმულირების სხვა მექანიზმები ამ მიმართულებითაც შეიძლება იყოს ამოქმედებული. აქ ასევე დავამატებდი საცალო დაკრედიტების მარეგულირებელი ჩარჩოს დროებით მაინც გადახედვის მიზანშეწონილობას. ასევე გასაგებია, რომ ბიზნესის კუთხით აქცენტი უფრო მცირე საწარმოებზე კეთდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული სექტორი იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საწარმოს ზომა.


საშეღავათო პერიოდის მხრივ, ასევე დამამატებდი რომ ამ ღონისძიებამ საფინანსო ინსტიტუტში ფიზიკურად ვიზიტების საჭიროებაც პრაქტიკულად მთლიანად მოხსნა, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ ასევე ანგარიშგასაწევი ფაქტორია, იმის გათვალისწინებითაც, რომ საბანკო ტრანსაქციების დისტანციურად, ციფრული ტექნოლოგიებით განხორციელების მხრივ საქართველო საკმაოდ განვითარებულია. მაგალითად, როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა“,  განმარტა ოთარ ნადარაიამ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up