სესხების გადავადებისთვის რეფინანსირების ახალი მექანიზმი უნდა შეიქმნას - გიგლა მიქაუტაძე

სესხების გადავადებისთვის რეფინანსირების ახალი მექანიზმი უნდა შეიქმნას - გიგლა მიქაუტაძე

access_time2020-09-22 14:16:07

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით დასრულდა ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი, თუმცა ქვეყანაში კვლავ კორონა-კრიზისია და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ბევრი ადამიანი ისევ ვერ ახერხებს. მიქაუტაძის განცხადებით ამ დროს მთავრობა დუმს და ხალხს არაფერს სთავაზობს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


„მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა და მოვუწოდებ დროულად უნდა აიღონ ინიციატივა ხელში. აუცილებელია მთავრობის, ეროვნული ბანკის და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბონ სასწრაფოდ და ერთად შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა 6 თვით მაინც მოხდეს საშეღავათო პერიოდის დაწესება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კრიზისამდე პირნათლად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს. მჯერა ამ საკითხში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ორგანიზაციებიც დაგვეხმარებიან. რისკები ყველა მხარემ უნდა გაინაწილოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ფინანსური კრიზისი, რომელიც მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით შეიძლება ავიცილოთ თავიდან. მსგავსი სქემები არაერთ ქვეყანაში უკვე გამოიყენეს და საჭიროა მათი გამოცდილების გაზიარება.“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.




NS




19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up