სესხების გაცემის დროს ბანკებს შეზღუდვა უწესდებათ

სესხების გაცემის დროს ბანკებს შეზღუდვა უწესდებათ

access_time2018-04-20 15:30:00

მოქალაქის ხელფასის ან სხვა შემოსავლების დადასტურების გარეშე მსესხებელი კრედიტს ვერ აიღებს. ამ გზით მთავრობა ჭარბვალიანობის შემცირებას ცდილობს.

 

ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული რეგულაცია, რომელიც მხოლოდ სამომხმარებლო სესხებზე გავრცელდება, მაისიდან უნდა შევიდეს ძალაში. მომხმარებელთა უფლებადამცველები ინიციატივის მიღმა გარკვეულ რისკებს ხედავენ.

 

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემდგომ გარკვეულ მსხვილ ბანკებს უკვე მოუწევთ გადახედონ თავიანთ საკრედიტო პოლიტიკას.

 

“ბუნებრივია, შემოსავლების გარეშე გაცემული სესხების გარკვეული რაოდენობა ბანკებს აქვთ. ამ კუთხით ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვა, რომ ასეთი ტიპის სესხები არ უნდა იყოს საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტი. მეტი. ამ მხრიც ზოგიერთი დიდი კომერციული ბანკები ლიმიტთან ახლოს არიან და მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ დაკრედიტების პოლიტიკას”, – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

 

“საზოგადეობა და ბანკების” ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემდგომ სესხის აღება გაუჭირდებათ იმ პირებს, ვინც არაფორმალურად არიან დასაქმებულები და ამან შესაძლოა შეაფერხოს ტექნიკის მაღაზიების მუშაობაც.


 

“ტაქსის მძღოლები, ძიძები, სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთაც შეიძლება ოფიციალური სამსახური არ ჰქონდეთ, მაგრამ ჰქონდეთ შემოსავალი, რომელიც არ იბეგრება და ბანკში არ ირიცხება. ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ სესხის აღება. ამან შეიძლება შეამციროს გაყიდვები, მათ შორის ტექნიკის მაღაზიების გაყიდვები, რომელბიც ძირითადად სწორედ განვადებით ყიდიან თავიანთ პროდუქციას”,- აცხადებს კეპულაძე.

 

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სესხის პროცენტის და ძირი თანხის მომსახურება არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ ზღვარს. მისივე თქმით, ამ გზით მთავრობა ჭარბვალიანობის შემცირებას ცდილობს.

 

“პროცენტის და ძირი თანხის მომსახურება არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ ზღვარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აქ არანაირ ზეპირ გაფრთხილებაზე საუბარი არ არის. ეს იქნება კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ახალ წესებს დაამკვიდრებს სესხების გაცემისას”, – აცხადებს ბახტაძე.

 

“ბანკების ასოციაციის” ხელმძღვანელის, ზურა გვასალიას თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა რეალურად დგას და ამ პობლემას მხოლოდ საბანკო სექტორი ვერ გადაწყვეტს.


პრობლემა რომ არის ცხადია. ამ პრობლემას მიხედვა უნდა და ეს მარტო საბანკო სექტორის გადასაწყვეტი არ არის. ეს სახელმწიფოსთან ერთად უნდა მოხდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი შედეგი აუცილებლად მოვა”, – განაცხადა გვასალიამ.


წყარო : bfm.ge

 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up