სებ-ის რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სესხები და უძრავი ქონება გაიაფდება - რა გავლენა ექნება 1 ნოემბერს დაანონსებულ საბანკო რეგულაციას?

სებ-ის რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სესხები და უძრავი ქონება გაიაფდება - რა გავლენა ექნება 1 ნოემბერს დაანონსებულ საბანკო რეგულაციას?

access_time2018-10-24 09:00:00

2018 წლის პირველი ნოემბრიდან  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანება სესხების გაცემის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ამოქმედდება. კერძოდ, ბანკებს დაუწესდებათ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და  სესხების გაცემის პოლიტიკა  გაამკაცრონ.


 

რა იცვლება?


ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემას ექნება შემდეგი შეზღუდვა – მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით დაითვლება.


 

მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის დროს დაწესდება შემდეგი შეზღუდვა – ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (2019 წლის 1 იანვრიდან) მოუწევთ სესხის მსურველის (ფიზიკური პირის) ყოველთვიური შემოსავლების მიხედვით დათვალონ ის მაქსიმალური თანხა, რომელიც შესაძლებელია კონკრეტულ მომხმარებელზე გასცენ.


 

 

 ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების უახლესი პროექტი ჯერჯერობით, საჯარო არაა,თუმცა, როგორც ცნობილია, შემცირებულია საშემოსავლო საფეხურების რიცხვი, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი, გაზრდილია. 

 



ცნობისთვის: სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) ეს არის მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობა - უფრო მარტივად კი, სესხის მომსახურების კოეფიციენტით განისაზღვრება, წმინდა შემოსავლებიდან რამდენი პროცენტის გადახდა შეეძლება კლიენტს ყოველთვიურად, სესხის მომსახურებისთვის. 




Bm.ge-ის ინფორმაციით, დებულების უახლეს პროექტში 5 საშემოსავლო საფეხური შემცირებულია 4-მდე, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტები გაზრდილია. კერძოდ, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ჰეჯირებული მსესხებლებისთვის და უცხოური ვალუტის შემოსავლების მქონე არაჰეჯირებული მსესხებლებისათვის შემდეგია: 



1,000 – 20%; 

1,000-2,000 – 30%; 

2,000-4,000 - 45%; 

4,000 - 50%; 



ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ პირის შემოსავალი 2000-დან 4000 ლარამდეა, ის შეძლებს სესხის მომსახურებისთვის ყოველთვიურად, წმინდა შემოსავლის მაქსიმუმ 45% მიმართოს. რაც შეეხება, სესხის მომსახურების კოეფიციენტს ლარის შემოსავლების მქონე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის: 



1,000 – 20%; 

1,000-2,000 – 20%; 

2,000-4,000 - 25%; 

4,000 - 30%; 

 

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება. გარდა ამისა, სესხის აღების შემთხვევაში სავალდებულო იქნება, რომ თანამსესხებელი ოჯახის წევრი იყოს. 



 

რა გავლენას მოახდენს დაანონსებული საბანკო  რეგულაციები კომერციულ ბანკებზე, ზოგადად, ბიზნესზე და ხომ არ არსებობს ფინანსურ სექტორში ე.წ შავი ბაზრის განვითარების საფრთხე? 


 

როგორც აღმოჩნდა, ეროვნული ბანკის რეგულაცია  გარდა იმისა, რომ  ეგრეთ წოდებულ „შავ ბაზარს“ განავითარებს, როგორც მსესხებლებს, ასევე საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონების ბაზარს დიდ პრობლემებს შეუქმნის. მოსალოდნელია, რომ შემცირდება მიწის ნაკვეთების, ბინების, ავტომობილებისა და სხვა ძვირადღირებული ნივთების რეალიზაცია. ტექნიკის მაღაზიებს განვადებასთან დაკავშირებით უკვე შეექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სამომავლოდ უფრო მეტად დამძიმდება.



 

შეზღუდვა, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიაზე აისახება, და შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე პრობლემას შექმნის. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები, ავტოიმპორტიორები და ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კლიენტები შემოაკლდებათ. ავტომობილების რეალიზაცია, შესაძლოა, 5%-ით შემცირდეს, 10-15 პროცენტიან კლებას ვარაუდობენ  უძრავი ქონების ბაზარზეც.

 

დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ საბანკო რეგულაციები დროული იყო, თუმცა, ის ძალიან ბევრი მიმართულებით ცვლილებებს გამოიწვევს. საუბარია, სხვადასხვა ბიზნეს სექტორზე, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოუწევს ერთვარი გადაწყობა. წაქაძის ინფორმაციით,საწყის ეტაპზე გაყიდვების მაჩვენებელი 10-15 პროცენტით შემცირდება. გარდა ამისა, ეს რეგულაცია ბინებზე ფასის შემცირებასაც გამოიწვევს.



საბანკო რეგულაცია სავაჭრო ცენტრებს უკვე შეეხო და მათი პროდუქციის რეალიზაციაც  შემცირებულია. როგორც ტექნიკის მაღაზიებში ამბობენ, ვითარება კვლავ არასახარბიელოა.  ტექნიკის მაღაზიათა ქსელ  გრანდ ელექტრონიქსი  კომერციული დირექტორის  გიორგი ჭედიავარაუდით,   ნოემბრიდან ახალი რეგულაციის ამოქმედებით ტექნიკის გაყიდვა კიდევ უფრო შემცირდება.



„სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა. განვადებების გაცემაზე  უფრო მკაცრი რეგულაციების მიღების შემთხვევაში რეალიზაცია შესაბამისადვე შემცირდება.  ეს ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს არამხოლოდ ტექნიკის ბაზარს, არამედ სხვადასხვა ინდუსტრიებს. გაყიდვების უმეტესი ნაწილი განვადებაზე მოდის და თავისმხრივ, ბუნებრივია, რომ  ეს თითოეული კომპანიის  შემოსავალს ამცირებს“-განმარატვს ჭედია.



 მისი განმარტებით, კომპანია „გრანდ ელექტრონიქსს“  თანაბარ პირობებში შედარების შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით  გაყიდვები დაახლოებით 15-20 პროცენტით შეუმცირდა, რაც შეეხება პროგნოზს, ჭედიას განმარტებით მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაცია   იგივე გავლენის  აღმოჩნდეს.  თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი რთულია.



კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტექნიკის მაღაზია არსებული განვადებების ჩანაცვლების   ალტერნატიულ გეგმას, ჭედია განმარტავს, რომ ამაზე საუბარი  მათთან ჯერ არ ყოფილა.  კომპანია  ცდილობს მოგების მარჟის შემცირებას და იმას, რომ საცალო ფასები მინიმუმამდე დაიყვანოს.  კომერციული დირექტორის განცხადებით,  ეს  ფაქტი კომპანიის შემოსავლებზე აისახება. ასეთი  ტენდენციის პირობებში მუშაობა კი  რამდენად იქნება გრძელვადიანად მომგებიანი, ძნელი სათქმელია. 



„კავკასიის ავტოიპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე განმარტავს, რომ რეგულაციები გაყიდვების მაჩვენებელს დაახლოებით 5 პროცენტით შეამცირებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ არის ის ციფრი, რომ ბიზნესმა წნეხზე ისაუბროს.



„ბანკების ასოციაციის“  პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე განმარატვს, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტს საბოლოო ვერსიაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, თუმცა, არ არის გამორიცხული, ის კიდევ შეიცვალოს. ძნელაძე აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მზაობაზე თუ ვისაუბრებთ,აღმოვაჩენეთ, რომ ყველა პროდუქტთან მიმართებაში ბანკები მზად არ არიან, რაც   დროებით კონკრეტული პროდუქტების გაცემის  შეჩერებას გამოიწვევს. მათ შორისაა, სწრაფი პროდუქტები, განვადებები.


 

როგორც ძნელაძე განმარტავს, განვადება, იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ახლაა, აღარ იქნება. შესაძლოა ეს სრუქტურულად  შეიცვალოს. „განვადებებზე ადამიანებს ცნობის წარდგენა მოუწევთ“-აცხადებს ძნელაძე.  მისივე განცხადებით, საბანკო სექტორს შეუმცირდება საკრედიტო პორტფელი, ასევე შემცირდება სესხების გაცემის რაოდენობაც.


 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი დადებითად აფასებს 1 ნოემბრიდან ასამოქმედებელ საბანკო რეგულაციებს. მისი შეფასებით, აღნიშნული რეგულაციების დაწესება აქამდეც საჭირო იყო. ჯანიაშვილის შეფასებით,  სესხის აღება იმ ადამიანს შეეზღუდება, ვისაც შემოსავალი არ აქვს. არსებული კანონმდებლობა კი საკრედიტო ორგანიზაციებს  ასეთი ხალხის დაკრედიტებისკენ უბიძგებდა, რადგან მათთვის უფრო მომგებიანი იყო კლინეტი ცუდი გადამხდელი ყოფილიყო, ვიდრე კარგი.


 

„პატიოსან გადამხდელს პირიქით, გაუმარტივდება ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ბანკები შემოსავლების სამსახურიდან მიიღებენ ინფორმაციას კლიენტების  შემოსავლების მიხედვით. გარდა ამისა,  დასაკრედიტებელი ბაზა შემცირდება, რაც სესხების გაიაფებას გამოიწვევს“-აცხადებს ჯანიაშვილი.


 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი  განმარტავს, რომ როდესაც საუბარია სესხების შემცირებაზე, პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, თუ პირველ ეტაპზე, რეგულაციამ რა სესხებზეა საუბარი და  რომელი სესხების შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს.


 

 მისი განმარტებით, პირველ რიგში, შეიძლება შეიზღუდოს სამომხმარებოლო სესხების შეზღუდვა, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ რისკს შეიცავს როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე თითოეული მომხმარებლისთვის.

 

 

„როდესაც საუბარია ჭარბვალიანობაზე, მისი გაწვევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამომხმარებლო სესხებია. ის სესხები, რასაც მნიშვნელოვნად ეხება ეს რეგულაცია. ესენია, განვადებები, სწრაფი სესხები და ასე შემდეგ.  ამ სესხების გაცემის დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ეკონომიკას კი არ ვაკრედიტებთ, ძირითად შემთხვევაში ვაკრედიტებთ იმპორტს. როდესაც ჩვენ პირობითად ვსაუბრობთ, Beko-ს კონდიციონერზე, რომელიც განვადებით გამოვიტანეთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკრედიტებთ იმ ქვეყის ეკონომიკას, რომელშიც ეს ტენიკაა დამზადებული“-აცხადებს ბაირახტარი.

 

 

მეორე მიმართულებაა ყოველდღიური მოხმარების და საჭიროების სესხები, რომელიც ეკონომიკის დაკრედიტებას არ ემსახურება.


 

მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელზეც ეს რეგულაცია ამუშავდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია. როგორც ბაირახტარი აცხადებს, ამ მიმართულებით არსებითად არაფერი არ იცვლება. ბაირახტარი განმარტავს, რომ საბოლოო ჯამში იმაზე საუბარი, რომ  რეგულაციებიდან გამომდინარე  ეკონომიკის დაკრედიტება შეჩერდება,გადაჭარბებულია.



 

ბაირახტარის შეფასებით, საბანკო სექტორი რეგულაციებისთვის მზადაა. ამას ადასტურებს მათი ფინანსური მონაცემებიც. კერძოდ,  მათ ამ ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ველურ  ბაზარზე  უწევდათ ოპერორება.  მიუხედავად ამისა, მათი  წმინდა მოგება წლიდან წლამდე იზრდება. 


 

რა გავლენა ექნება 1 ნოემბერს დაანონსებულ საბანკო რეგულაციებს ამის შესახებ ეროვნულ ბანკშიც საუბრობენ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ცალსახად რთულია იმის თქმა, რა იქნება საბანკო რეგულაციების გავლენა. მისი შეფასებით,  დაზუსტებით შესაძლებელია მხოლოდ იმის თქმა, რომ ტემპი, რაც სამომხმარებლო სესხების ზრდის მიმართულებით გვაქვს, მომავალში ვერ იქნება მდგრადი, ამიტომ ცვლილებები ამ მიმართულებით საჭიროა. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up