სერვისის ტარიფებზე YouTube-ისა და Disney-ის უთანხმოება დასრულდა

სერვისის ტარიფებზე YouTube-ისა და Disney-ის უთანხმოება დასრულდა

access_time2021-12-20 15:50:00

Disney-მ და Google-მა YouTube TV-ზე Disney-ის არხების განთავსების შესახებ შეთანხმებაას მიაღწიეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.



Disney-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ბაზრის სამართლიანი პირობებით მოხდა და YouTube-ზე სპორტისა და ახალი ამბები ლაივ-გადაცემები, ასევე, საბავშვო, საოჯახო და სხვა გასართობი პროგრამები აღდგება.



აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ბოლოს Google-მა Disney-თან გარიგებას ვერ მიაღწია, რის შემდეგაც YouTube TV-მ თავის პლატფორმაზე Disney-ის კუთვნილ არხებზე, როგორიც არის ESPN და ABC უარი განაცხადა. მან, ასევე, თავის პლატფორმაზე თვიური გამოწერის ფასი 15 დოლარით შეამცირა.




ამჯერად YouTube TV-მ ონლაინ პოსტში განაცხადა, რომ წვდომის აღდგენა დაიწყო ისეთ არხებზე, როგორიც არის FX, National Geographic, Freeform და Disney-ის ჩანაწერები, რომლებიც ადრე ბიბლიოთეკაში იყო განთავსებული. YouTube TV-ზე, მთელი დღის განმავლობაში, ABC-ის ადგილობრივი სადგურებიც იმაუწყებლებენ.



ამასთან, YouTube-ის თვიური გამოწერის ტარიფები თავდაპირველ 64,99 დოლარს დაუბრუნდება, ხოლო მომხმარებლები, რომლებმაც Disney-ის სადგურები დაკარგეს, 15 დოლარამდე ერთჯერადი ფასდაკლებით ისარგებლებენ.



ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. გარიგების ვადა გასულ პარასკევს ამოიწურა, როცა შეთანხმება ვერ მოხდა. მაშინ Google-მა განაცხადა, რომ „Disney-მ „ბაზრის პირობების სამართლიან გარიგებაზე უარი თქვა“ და მისი ათზე მეტი არხი შაბათ-კვირას YouTube TV-დან გააქრო. კომპანიები სერვისის ტარიფებზე ვერ თანხმდებოდნენ.



bpn.ge



თეგები:
YouTube Disney



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up