სერვისი და კვალიფიციური კადრები - ქართული რესტორნების მთავარ პრობლემად რჩება

სერვისი და კვალიფიციური კადრები - ქართული რესტორნების მთავარ პრობლემად რჩება

access_time2018-02-21 18:27:16

ქართველი გოგო, რომელმაც ოქსფორდის დამავრების შემდეგ ბიზნესი თბილისში დაიწყო, კომერსანტის ინტერვიუ კომპანია ,,თუშიქონსეფთის“ თანადამფუძნებელთან ეკატერინა თუშიშვილთან.

 

რა გზა გაიარეთ?


დავამთავრე ამერიკული კოლეჯი მოსკოვში, პარალელურად ვსწავლობდი რუსულ სკოლაში. შემდეგ ჩავაბარე შვეიცარიაში, სადაც პროფესია ჩემით ავირჩიე, მინდოდა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის სწავლა, თუმცა სულ სხვა გეგმები ქონდათ ჩემს მშობლებს.  სასტუმროს და ტურისტულ ბიზნესში ჯერ თეორიული  და პრაქტიკული განათლება მივიღე, ვაბარებდი უამრავ გამოცდას. ვსწავლობდი Swiss Hotel Management School – University, (In Partnership with The University of Derby, Derby, England) რომელიც ადრე იყო სასტუმრო და შემდეგ გადაკეთდა უნივერსიტეტად. სწავლის პარალელურად თან ვმუშაობდი ჩემი პროფესიით.


ჩემი პირველი პრაქტიკა იყო ლოზანაში, სასტუმროში Lausanne Palace, სადაც დავიწყე მიმტანად მუშაობა და ამ 6 თვის განმავლობაში გავხდი მენეჯერის ასისტენტი. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ გამომადგა.  შემდეგ ვიმუშავე რამდენიმე სასტუმროში, სხვადასხვა პოზიციაზე. რუსეთში ვმუშაობდი სასტუმრო Sheraton -ის მიმღებში, ასევე სასტუმრო Marco polo -ში. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის შემდეგ მოვეწყე პრაღაში Hilton -ის ბიზნეს ცენტრში, სადაც ჩამაბარეს მცირე საკონფერენციო ჯგუფი და რამდენიმე თვეში დამაწინაურეს. ღონისძიებების დეპარტამენტში მივიღე დიდი გამოცდილება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებაში.


მაგისტრატურა დავამთავრე– Masters of Arts in Hospitality Management.


ასევე ვმუშაობდი ბიზნეს განვითარების დირექტორად Marriott -ის ქსელში მოსკოვში და  სასტუმრო  Dynamics -ში მთელ რუსეთში. 


შემდეგ ჩავაბარე Oxford -ში Executive education for future leaders and busness owners -ის პროგრამაზე, სადაც დეტალურად გავიარეთ ბიზნესის კეთების ყველა დეტალი.


მქონდა ბიზნესი პრაღაში - Luxury network, რომელიც მთლიანად ჩემით ავაწყე. Luxury network -ში გაწევრიანება შეეძლოთ მსხვილ ბიზნეს კომპანიებს, რომელთაც თანამშრომლობის პირველ ეტაპს უფასოდ ვთავაზობდით. იყო სკეპტიკური დამოკიდებულება, რადგან უცხო იყო ეს სისტემა მათთვის. British embassy იყო ჩემი ბიზნესის რეკომენდატორი, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამ კომპანიაში ვიყავი ყველაფერი: ბუღალტერი, მარკეტინგი, პიარი და ა.შ. თუმცა რადგან გადავწყვიტე საქართველოში წამოსვლა, ეს ბიზნესი ჯერ-ჯერობით დაკონსერვებულია, ასე ვთქვათ.


ასეთი განათლების და გამოცდილების შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?


ამაზე ლაპარაკი ხშირად გვქონდა და განხილვა ოჯახში. სულ ვამბობდი, რომ მამაჩემმა რელსებზე დადგა ვაგონი, ეხლა უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული ამ ვაგონს როგორ ვატარებთ, მივამატოთ ვაგონები და შემდეგ ჩვენს შვილებს გადავცეთ.



ვთლიდი, რომ ჩვენი მშობლების  ნაშრომი ასე არ უნდა დაკარგულიყო. აუცილებლად უნდა გაგვეგრძელებინა მისი დაწყებული საქმე. რა თქმა უნდა, ამ ბზნესის გაკეთება უამრავ სხვა ქვეყანაში შეგვეძლო, მაგრამ საქართველოს ბაზარი ამ მხრივ ცარიელი იყო და ვხედავდით უდიდეს პოტენციალს. გვინდოდა ისეთი რამის გაკეთება, რაც საქართველოსთვის ახალი იქნებოდა, როცა ჩვენ დავიწყეთ „ვერე ლოფთის“ კეთება თბილისში საერთო სამუშაო სივრცის შესეხაბ არავინ არაფერი იცოდა, ეს იყო ძალიან დიდი რისკი, მაგრამ ამასთანავე საინტერესო გამოწვევა, რომელიც ჩემი ძმის იდეა, მიზანი და ოცნება იყო. ეს იყო ნოვატორული პროექტი.


გვინდოდა საქართველოსთვის გაგვეკეთებინა რამე კარგი და ის გამოცდილება და განათლება, რაც საზღვარგარეთ მივიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის მოგვეხმარებინა.  გავაკეთეთ ჩვენი იდეების პრეზენტაცია, ბიზნეს გეგმა და  ჩამოვედით თბილსში.


მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ ჰოლდინგი  „თუშიქონსეფთი“, მიუხედავად იმისა რომ მე და დათო ერთდროულად ერთნაირები და განსხვავებულებიც ვართ, გვაქვს ჩვენი ინტერესები და აქედან გამომდინარე Food Art რესტორანი Vere Blooms ვარ მე, Vere loft - დათო. “თუში ქონსეფთის” შექმნის მიზანი იყო, გამხდარიყო ინოვაციური კომპანია, რომელიც ქვეყნის განვითარებში თავის წვლილს შეიტანდა.  ძალიან იშვიათია როცა ქალი და კაცის ტანდემი ქმნის წარმატებულ ბიზნესს, ლიმიტი არ გვაქვს, ამიტომაც ჰოლდინგი, შეიძლება განუსაზღვრელი მიმართულებით განვითარდეს.


თქვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი არის ვერე ბლუმსი, რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა, რა იყო მიზანი და მიაღწიეთ თუ არა ამ მიზანს?


როდესაც ამ ბიზნეს ვაკეთებდით, უპირველეს ყოვლისა მინდოდა ჩემი გამოცდილება აქ ჩამედო და შემექმნა ისეთი ადგილი, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ არის. მეორე ის, რომ რაც ევროპაში მომწონდა იყო მიდგომები. მიმაჩნია, რომ მფლობელი მთელ გუნდთან ერთად უნდა აკეთებდეს ყველაფერს, იმისთვის რომ რესტორანი გახადო ყველასთვის პოზიტიური.


რესტორანი არის ადგილი არა კვებისთვის,  არამედ არის რიტუალი, შთაბეჭდილება  და მოგონება.


ძალიან პატივს ვცემ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, მაგრამ ხალხს უნდა ქონდეს მეტი არჩევანი, მინდა, რომ იმ ადამიანებს რომლებსაც ევროპული სამზარეულო და Food art - ი მოსწონთ, ბლუმს - ში იგრძნონ თავი როგორც ევროპულ მოგზაურობაში.


ბლუმსი ერთი წელია რაც გაიხსნა და უკვე დაიმკვიდრა თავი მსოფლიოში აღიარებული კულინარიის ყვითელ გზამკვლევში - ,,გოე მიოში“.  ექსპერტების შეფასებით ჩვენი რესტორანი ხუთულში მოხვდა, რაც ძალიან სასიხარულოა.


  რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ სარესტორნო ბიზნესში?


ამ ბიზნესში ყველაზე დიდი პრობლემა არის სერვისი. ძალიან გაგვიჭირდა კადრების მოძიება, რომელიც ჯერ კიდევ რემონტის დროს დავიწყე.


კადრი არის ყველაზე დიდი პრობლემა, მიმტანისთვის აუცილებელია იყოს ბედნიერი, ხალხი უნდა უყვარდეს. თუ კადრით არ ვარ კმაყოფილი, მირჩევნია მე გავაკეთო ნებისმიერი პოზიციის საქმე და ვეძებო  სანამ არ დამაკმაყოფილებს. სერვისი არ არის მომსახურება, არის ურთიერთობა.


ვერე ბლუმსის ყველაზე ძლიერი მხარე, რომელიც სხვა რესტორანს არ აქვს...


მიდგომა, ურთიერთობა კლიენტთან, ძალიან მაღალი დონის სერვისი და დეტალებზე დაკვირვება. სერვისზე პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს თავის თავზე, აქცენტს აკეთებენ სამზარეულოზე, დიზაინზე და ა.შ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ყველას შევთავაზოთ ძალიან მაღალი დონის სერვისი. ყველაფერი არის თანაბრად მნიშვნელოვანი. სისუფთავე არის აუცილებელი, ერთ დაფაზე ხორცპროდუქტები, ბოსტნეული და რძის ნაწარმი არ უნდა დაჭრა. ადამიანები, რომლებიც შენთან მოდიან და ფულს იხდიან, რისკის ქვეშ არ უნდა დააყენო.


მიაღწიეთ მიზანს, ბლუმსი წარმატებული ბიზნესია?


მინდოდა სიახლე შემეტანა სარესტორნო ბიზნესში და კულინარია გამხდარიყო არტიც. როდესაც ასეთი ინოვაციური პროექტით შედიხარ ბაზარზე, რთულია თავიდანვე გათვალო შედეგები. მე არ მინდა ბლუმსმა ერთხელ გაიბრწყინოს და მალე დამთავრდეს. მინდა მუდმივად შევინარჩუნო ხარისხი, სიახლის შეგრძნება და ამით მოვიპოვო მომხმარებლის გრძელვადიანი ნდობა და სიყვარული. ჩვენ ერთი წლის გავხდით 13 თებერვალს და ამ დროის განმავლობაში შევიძინეთ ერთგული სტუმრები, რომლებიც ყოველ კვირას გვსტუმრობენ, მარტო, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, თუმცა ვფიქრობ, რომ დრო კიდევ გვჭირდება, იმისთვის რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს ჩვენი იდეა. ეს რომ სახინკლე ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ადგილი არ იქნებოდა, მაგრამ ჩემი მიზანი ეს არ ყოფილა.


მომავალი გეგმები...


მინდა „თუშიქონსეფთს“ ბევრი ვაგონი დაემატოს და ერთ დიდ მატარებლად იქცეს. მინდა მოვიცვათ სხვადასხვა სფერო, იმიტომ რომ ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საქართველოში. მარტში გავხნით მესამე პროექტს - ტერმინალი, რომელიც  ჯერჯერობით ,,თუშიქონსეფტის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება.  


ავტორი: ნათია სოსიაშვილი




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up