სერიოზული რეცესიაა სამშენებლო სფეროში - სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და სამშენებლო ნებართვები შემცირებულია - თორნიკე აბულაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებაზე

სერიოზული რეცესიაა სამშენებლო სფეროში - სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და სამშენებლო ნებართვები შემცირებულია - თორნიკე აბულაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებაზე

access_time2019-08-30 17:00:24

„დაახლოებით 6000 ადამიანის სამუშაო ადგილი შემცირდა სამშენებლო სექტორში , ინვესტიციების კლება შეინიშნება და ძალიან მიკვირს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ 2019 წლის ივლისში მშენებლობაში ზრდამ ეკონომიკურ ზრდაზე მოახდინა დადებითი გავლენა“ - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებას  „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე.



მინისტრის მოადგილის თქმით, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობასა და ვაჭრობასთან ერთ-ერთი ფაქტორია, იმის, რის გამოც  მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1პროცენტს გაუტოლდა.



სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამშენებლო სექტორში პრაქტიკაში არსებული მდგომარეობა ამ განცხადებისგან განსხვავებულ სურათს იძლევა.



„ეს განცხადება მოულოდნელია ჩემთვის იმიტომ, რომ ჩვენი სექტორი პრაქტიკაში ვგრძნობდით და ვგრძნობთ შემცირებას. 2019 წლის მთელი პირველი ნახევარი ყველა ვამბობდით, რომ არის სერიოზული რეცესია სამშენებლო სფეროში - ინვესტიციები ხომ შემცირდა და ზოგადად სამშენებლო ნებართვების გაცემის სერიოზული კლება შეინიშნება. ამასთან რეგულაციები დიდი დარტყმა აღმოჩნდა სექტორისთვის. თითოეული კანონი არის ნორმალური, მაგრამ ეს კანონოები შემოვიდა ერთბაშად და ამისთვის არც ბიზნესი იყო მზად და არც მაკონტროლებელი. ცხადია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არის, თუმცა რეალურად არ მიმაჩნია სწორი, რომ ამდენი რეგულაციის შემოღება ერთდროულად ხდებოდეს “- ამბობს თორნიკე აბულაძე




2019 წლის პირველ კვარტალში, სექტორის ბრუნვის კლება დაიწყო, დანაკლისი 9.6%-ს გაუტოლდა.

 


მონაცემები გვიჩვენებს, რომ იქამდე სტაბილურად მზარდმა სექტორმა, 2019 წელს მძიმე დარტყმა მიიღო. საბანკო და სამშენებლო რეგულაციების უხეში შედეგი ამ წუთისთვის, 4 ათასზე მეტი უმუშევარი ადამიანი, კერძო საკუთრების შეძენის შესაძლებლობას მოკლებული ათასობით მოქალაქე და შემცირების რეჟიმში გადასული, ერთ დროს მზარდი და დინამიური სექტორია.

 

 

 

საქართველოს სტატისტიკის სამსახურისა და ამ თემაზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მშენებლობის სექტორში ზრდის შეფერხება, სფეროში მოჭარბებულ რეგულაციებსა და უმთავრესად საბანკო რეგულაციებს უკავშირდება. ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკაში არ ყოფილა რაიმე სპეციფიური ფაქტორი, რომელიც ამ მზარდი სექტორის ზრდას შეანელებდა.

 

 

 

ბოლო წლების განმავლობაში მშენებლობა ყველაზე დინამიურად და სწრაფად მზარდი სექტორი იყო. 2018 წლის მონაცემებით მშენებლობის სექტორის მთლიანმა წილმა მშპ-ში დაახლოებით 9 პროცენტი შეადგინა. თუ მხედველობაში მივიღებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, მშენებლობის წილი მშპ-ში, დაახლოებით,17%-ია.

 

 მარიამ მორგოშია





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up