„სერიოზული ინსტიტუციური პრობლემა“ - თხოვნა რუსეთს და კრიზისების მართვა

„სერიოზული ინსტიტუციური პრობლემა“ - თხოვნა რუსეთს და კრიზისების მართვა

access_time2017-08-29 10:55:32

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობი ტექნიკით დახმარებაზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება გაიმართა.

 

„მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა დახმარების მზაობა ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და განმარტავენ, რომ მოგვიანებით რუსეთის დახმარება საჭირო აღარ გახდა.

 

კარასინთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა ზურაბ აბაშიძემაც, თუმცა 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ამბობდა, რომ რუსეთს ხანძრის ჩასაქრობად მოთხოვნა გაერო-მ გაუგზავნა.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის, მარია ზახაროვას 25 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, რუსეთმა მყისიერად გამოთქვა დახმარებაზე მზადყოფნა, როცა საქართველოდან თხოვნა მიიღო.

 

ქართული მხარის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ დახმარების თხოვნას ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან. „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ქვეყანაში  ვერ ხერხდება კრიზისების მართვა.

 

„ნათლად ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რამდენიმე სერიოზული ინსტიტუციური პრობლემა, პირველი: არ არსებობს ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის წარმოების და განხორციელების მექანიზმები, საგარეო და უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად დეორგანიზებული და მეორე ასევე არანაკლები მნიშვნელობის პრობლემა - არ არსებობს ქვეყანაში კრიზისების მართვის პოლიტიკა და კრიზისები პირველ რიგში არის პოლიტიკური პრობლემა, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური პასუხი“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

 

რაც ეხება რუსეთისთვის დახმარების თხოვნას, „ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე“ დავით სიხარულიძე განმარტავს, რომ რუსეთმა ქართული მხარის შეცდომა და „უსაგნო“ მიმართვა, თავის სასარგებლოდ, პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოიყენა.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up