სერგო რატიანი - გვინდა, ვიცოდეთ, როდის შეხვდება განათლების მინისტრი საპარლამენტო უმცირესობას

სერგო რატიანი - გვინდა, ვიცოდეთ, როდის შეხვდება განათლების მინისტრი საპარლამენტო უმცირესობას

access_time2018-12-24 13:44:02

„ევროპული საქართველო“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილისგან პასუხს ითხოვს, რატომ არ გაითვალისწინა უწყებამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია.

 

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატი სერგო რატიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის გადადების საკითხს გამოეხმაურა და ეს გაჭიანურებად შეაფასა.

 

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ მინისტრი ბატიაშვილი პარლამენტში უმცირესობასთან შესახვედრად დაიბარა, თუმცა ამ დრომდე სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია.

 


„ევროპულ საქართველოს“ განათლების მინისტრი უმცირესობასთან შესახვედრად დაბარებული ჰყავდა და ჰყავს. დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ამის მაგივრად, განათლების კომიტეტმა და განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, რომ კომიტეტზე აუდიტის ანგარიშის განხილვა ყოფილიყო. სინამდვილეში, დღეს მთავარი პრობლემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის განხილვაა. კომიტეტზე განხილვა გადადებულია. ეს ჩვენგან, პირველ რიგში,  როგორც გაჭიანურება აღიქმება. აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა და რეკომენდაცია დადო,  რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, არამედ უკვე გადამდგარი უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, მინისტრმა გაგვცეს პასუხი, რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

 

ამასთან, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პასუხს, როდის მივა უმცირესობასთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში განათლების მინისტრი.

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა ოთხი დღით გადაიდო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მედიასთან განაცხადა, სხდომის პარასკევს ჩატარება, ანგარიშის სრულყოფილად მომზადების მიზნით, სამინისტრომ მოითხოვა.






ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...


მსგავსი სიახლეები

up