სერგო ჩიხლაძე - თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, ბატონი კობახიძე სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს პარლამენტში, თუ არ შედგება, მაშინ ვერ იხილავს

სერგო ჩიხლაძე - თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, ბატონი კობახიძე სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს პარლამენტში, თუ არ შედგება, მაშინ ვერ იხილავს

access_time2021-01-06 15:43:07

თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში. თუ არ შედგება მოლაპარაკება, მაშინ ვერ იხილავს სხვა პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.



მისივე განმარტებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ხელისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინდივიდუალური კავშირი არ ჰქონია.



„ასევე, ვიცი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვისთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათთანაც არ ყოფილა. ეს არის ირაკლი კობახიძის განცხადებები და დიდი ეჭვი მეპარება ამ განცხადებების სიმართლეში. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში ვართ. თუ შედგება მორიგი რაუნდი, დაგვანახებს, რამდენად სერიოზულია ეს მოლაპარაკებები და საერთოდ, რა პესპექტივა აქვს. თუ პოლიტიკურ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში. თუ არ შედგება მოლაპარაკება და შეთანხმება, მაშინ ვერ იხილავს სხვა პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.




ამასთან, სერგო ჩიხალაძის მოსაზრებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ განადგურდნენ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არასახელმწიფოებრივია. მისი თქმით, „ეს ადამიანი მიმართულია დესტრუქციაზე და გადადგურებაზე“.



რაც შეეხება „სტრატებია აღმაშენებლის“ გეგმას, სერგო ჩიხლაძის თქმით, ის არ იცვლება და პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან რჩება.



„დიდი იმედი გვაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“, კობახიძის გარდა სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც პროცესებს უფრო რაციონალურად და საღად უყურებენ. ამიტომ, ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან. გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები შედგება და შედეგს გამოიღებს. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მეორე პარალელური ხაზია პარტიული გაძლიერება, რომელზეც ზრუნვა უკვე დავიწყეთ. ვმუშაობთ პარტიის განახლებასა და გაძლიერებაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არ უნდა იყოს არჩევნები და ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება, მას როგორც პარტია მომზადებული უნდა დავხვდეთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up