სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას.
„რეალურად ეს განცხადება პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონა-კრიზისის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მომდინარეობს „ქართულ ოცნებაზე“, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას ჰგავს. ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის. ასეთს პირველად ვხედავთ ჩვენ და, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქვეყანაზე ზრუნვა. იმიტომ, რომ ასეთი კრიზისის ფონზე გარბის კაპიტანი და ტოვებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
imedinews.ge