„სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია, სავარაუდოდ იანვარში შეიკრიბება.
მისივე თქმით, მსჯელობის საკითხი განვლილი მოვლენები იქნება.
„სავარაუდოდ, ამ თვეში ჩვენ საერთო ოპოზიციური შეხვედრა გვექნება, სადაც განვლილ მოვლენებზე ვიმსჯელებთ. ამ ორ-სამ კვირაში ფართო ფორმატით არ შევკრებილვართ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც, აშშ-ში განსაკუთრებით. ამაზე რა თქმა უნდა, ახალ რეალობაზე აუცილებლად, ვიმსჯელებთ“ , - აღნიშნა მან.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების პოზიცია იგივე რჩება.
„მოლაპარაკებების თემა არის იგივე, რაზეც ვმსჯელობდით და რა პოზიციაზეც შევჯერდით“ ,- განაცხადა ჩიხლაძემ.
IPN.GE