სერგო ჩიხლაძე: არანაირი 2 და 3 %-ის გადასწორება, მიზანი არის ვადამდელი არჩევნები

სერგო ჩიხლაძე: არანაირი 2 და 3 %-ის გადასწორება, მიზანი არის ვადამდელი არჩევნები

access_time2020-11-03 11:53:17

„არანაირი 2 და 3 პროცენტის გადასწორება, მიზანი არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ეს მოხდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“, - ასე განმარტა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ოპოზიციური პარტიების არჩევნების შემდგომი მიზანი საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ნებისმიერი ტიპის არჩევნები იგივე შედეგით დასრულდება, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნები. მისივე განმარტებით, უპრეცედენტოა ის ერთიანობა, რაც ამ მიზნის მიღწევისთვის არსებობს ოპოზიციურ სპექტრში, მათ შორის ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პარტიებში:



„ამისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველამ ერთხმად, რომ არ შევდივართ პარლამენტში, არ ვუქმნით ლეგიტიმაციას ამ გაყალბებულ არჩევნებს იმიტომ რომ აზრი არა აქვს დეკორაციად მუშაობას პარლამენტში, როდესაც წინასწარ ვიცით, რომ გაყალბებულია მოპარულია ხმები“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, საარჩევნო ოქმების 50-60 პროცენტში ციფრები უხეშად გადაკეთებულია:



„ოქმების დაახლოებით 50დან 60 პროცენტში არის უხეში გადაკეთება ციფრების, თანაც ისეთი გადაკეთება, რომ მაინც არ ჯდება ბალანსი. ზოგგან ბიულეტენები არ ჰყოფნის, ზოგგან მომსვლელების რაოდენობაა ნაკლები, ვიდრე საერთოდ ხმა მისცა, და ზოგგან არის გადაკეთებული პირდაპირ და ყველა შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ არის „ოცნების“ სასარგებლოდ, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სერგო ჩიხლაძემ.




ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მოიპოვეს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. "ქართულ ოცნებაში" არჩევნების გაყალბებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ მეორე ტურის წინ კაპიტულაცია გამოაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში სულ 9 პარტია შევიდა.



www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up