„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთკომპრომისების გზით შეთანხმება შედგება. ამის შესახებ ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატური შემოთავაზება იქნება, გაერთიანებული ოპოზიცია მას აუცილებლად განიხილავს.
„კომპრომისის სივრცე ჩვენ მმართველ გუნდს შევთავაზეთ, მათ შორის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც „ქართულ ოცნებას“ მსგავსი შემხვედრი წინადადება არ შემოუთავაზებია. თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი, ადეკვატური შემოთავაზებები იქნება ამ საკითხებზე სასაუბროდ, მოსალაპარაკებლად ოპოზიცია, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და განიხილავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ურთიერთკომპრომისების გზით შეთანხმება შედგება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
IPN.GE