სერგო ჩიხლაძე - გონივრული იქნება „კომენდანტის საათის“ სულ მცირე 24:00 საათამდე გადაწევა

სერგო ჩიხლაძე - გონივრული იქნება „კომენდანტის საათის“ სულ მცირე 24:00 საათამდე გადაწევა

access_time2021-02-07 12:30:06

"კომენდანტის საათი“ პირიქით, ზრდის ადამიანების მობილობას და სიმჭიდროვეს მომსახურების სფეროში,ქუჩაში - გონივრული იქნება მისი სულ მცირე 12:00 საათამდე გადაწევა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის დაწყება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სწორედ პროტესტის შედეგი იყო და ის შედეგს ამჯერადაც გამოიღებს.

„ეს იყო პროტესტი არაგონივრული, არათანაზომიერი რეგულაციების მიმართ, რაც არის "კომენდანტის საათი" 9:00 საათიდან, მგონი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს პროტესტი ისევე როგორც ნაწილობრივ გაითვალისწინა კანცელარიასთან აქციები გარკვეული რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით და სულ მცირე 12:00 საათამდე მაინც უნდა გადაწიოს „კომენდანტის საათი“. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ უნდა მოიხსნას, მაგრამ პირველ ეტაპზე გონივრული იქნება ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაიწიოს „კომენდანტის საათმა“, რადგან ხედავს ამ განწყობას ხელისუფლება თანაც არანაირი არგუმენტი არ აქვს.


რაც შეეხება დაჯარიმება დაკავების სერიას, მგონი ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იქნება - თუ ეს პროტესტი გაგრძელდება, ის შეეცდება, რომ როგორღაც არ დააჯარიმოს, გაწელოს ეს პერიოდი. თუ როგორღაც დაინახა, რომ შესუსტდა პროტესტი, დააჯარიმებს აუცილებლად. სახელმწიფო არ უნდა იყოს დაჯარიმებაზე და დასჯაზე, არამედ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ისევე როგორც გამოიღო საზოგადოების და პოლიტიკოსების აქტიურობამ შედეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან, სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და უახლოეს კვირებში ჩვენ ამას ვნახავთ, რომ „კომენდანტის საათის“ დრო შეიცვლება ან საერთოდ გაუქმდება. „კომენდანტის საათი არის აბსურდი“, ეს პირიქით ზრდის მობილობას და სიმჭიდროვეს ადამიანების მომსახურების სფეროში, ქუჩაში და ა.შ. არაგონივრულია 9:00 საათზე კომენდატის დაწესება, ამიტომ სულ მცირე მისი გადაწევა სიხალვათეს კიდევ უფრო გაზრდის და აღარ იქნება ის სიმჭიდროვე, ხედავთ რა ხდება 7:00 საათიდან 9:00 საათამდე ქალაქში,“-განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქცია- პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა "კომენდანტის საათი" დაარღვიეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დედაენის ბაღისკენ მსვლელობა გამართეს, სადაც დილის 5:00 საათამდე იმყოფებოდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up