სერგო ჩიხლაძე - ერთხელ ჩაკეტვისას 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა, ახლა უარესს ველოდებით

სერგო ჩიხლაძე - ერთხელ ჩაკეტვისას 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა, ახლა უარესს ველოდებით

access_time2020-11-26 19:00:06

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ეპიდვითარების გამო დღეს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოსასვლელად სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.

 

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვებით კიდევ უფრო ცუდი სცენარია მოსალოდნელი.

 

ჩიხლაძის თქმით, როგორც ყოველთვის, მთავრობა არათანამიმდევრულია.


 

„ეს შეუიარაღებული თვალითაც ჩანს. მთავარი პრობლემა და კრიტიკის საგანი არის ის, რომ გაწერილი გეგმა წარმოადგინეს, რას დაკეტავენ და არ იმუშავებს, მაგრამ იგივენაირად გაწერილი გეგმა, რომ მაგალითად, ჯანდაცვაში სხვადასხვა მიმართულებით რა გაკეთდება, რისთვის მოემზადებიან ამ პერიოდში, ან ეკონომიკაში რა გაკეთდება, ეს არ წარმოუდგენიათ. უმუშევარ ხალხს იგივე სქემით ჰპირდებიან დაფინანსებას, როგორც გაზაფხულზე. 1500 ლარი რომ იქედან 80%-ს არ მიუღია, ესეც კარგად ვიცით. მთავარი არის, რას აკეთებს ჯანდაცვის, ეკონომიკის, სხვადასხვა სექტორის კუთხით და არა ის, თუ რას ჩაკეტავენ. ერთხელ ჩაკეტვისას უკვე ვნახეთ, რომ სიტუაცია მაინც აფეთქდა. შედეგი ვერ გამოვიღეთ. 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა და 1 თვეში ეკონომიკამ 17%-ით მოიკლო. იგივეს და უფრო უარესს ველოდებით ახლა ამ ჩაკეტვებით, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი ფაქტობრივად მოკვდა. ჯანდაცვა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ჩამოშლილ ეკონომიკაში ჯანდაცვაც ჩამოიშლება“, - განაცხადა ჩიხლაძემ


bpn.ge




450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...


მსგავსი სიახლეები

up