სერგო ჩიხლაძე - „ენდიაის“ კვლევა არ არის ვალიდური და რეალობას არ ასახავს

სერგო ჩიხლაძე - „ენდიაის“ კვლევა არ არის ვალიდური და რეალობას არ ასახავს

access_time2021-03-23 16:08:20

„ენდიაის“ კვლევა არ არის ვალიდური და რეალობას არ ასახავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.


ჩიხლაძის შეფასებით, კვლევა აცდენილია რეალობას როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა მიმართულებების თვალსაზრისით.


მისივე თქმით, პარტია „ენდიაის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.


„ეს რიცხვები არავალიდური მეჩვენება, რადგან ასეთი ღია კითხვებით ჩატარებული კვლევებით პოლიტიკური რეიტინგი არ ისაზღვრება. თუნდაც მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს იყო ვალიდური შედეგები და განსაზღვრავდეს რეალობას. პოლიტიკურ ნაწილსაც რომ თავი დავანებოთ, სხვა ნაწილებშიც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მანახეთ ადამიანი, ვინც კმაყოფილია და ეყო ის დახმარება, რომელიც მთავრობისგან მიიღო. აქ საუბარია, რომ თურმე 48 პროცენტი კმაყოფილია მიღებული 100 და 200-ლარიანი დახმარებით. აღარაფერს ვამბობ ვაქცინაციის გეგმაზე. ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის გეგმა მთელ საქართველოში 30 ადამიანს ჰქონდა გაანალიზებული და როგორ შეიძლება, გეგმა, რომელიც საზოგადოებას არ წაუკითხავს, მოსწონდეს. თუ წაიკითხეს, გეგმაში წერია, რომ კვირაში 70 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს და თებერვალში არც ერთი ვაქცინა არ შემოსულა, მაშინ კმაყოფილი როგორღა არიან. ძალიან ბევრი შეუთავსებლობაა.


„ენდიაისთან“ გვექნება კონსულტაცია, რადგან აბსოლუტურად აცდენილია რეალობას ეს კვლევა როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა ნაწილშიც. გვექნება კონსულტაციები, იქნებ მეთოდოლოგიურად ისეთი რამ არის, რაც საჯარო ტექსტში არ წერია და შეიძლება, ახსნადი იყოს ეს ყველაფერი.



ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოთხჯერ ჩავატარეთ ჩვენი კვლევები. კვლევების ცალკე ჩვენი ჯგუფი გვყავს, რომლითაც ვზომავთ რეიტინგებს. ასოლუტურად სხვა რეიტინგებია და მარტო ღია კითხვებით არ იზომება ეს. პირდაპირ ვამბობ, არ არის ეს ვალიდური კვლევა არ ასახავს რეალობას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.


NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს ჯამში 7 პროცენტი აქვთ.



1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up