სერგო ჩიხლაძე - ამნისტია ვერ შეეხება მძიმე მუხლებს, რადგან ეს საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია

სერგო ჩიხლაძე - ამნისტია ვერ შეეხება მძიმე მუხლებს, რადგან ეს საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია

access_time2021-04-22 13:20:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განაცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელშიც ჩართული არიან იურისტები და მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები.


„პირველ რიგში, პარტიები, იურისტები და ვინც ამ საქმეზე მუშაობენ, ვინც ხელმომწერები არიან, გუშინ დაიწყეს მუშაობა, რომ შედგეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამას რამდენიმე დღეში ვნახავთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.


ამასთან, სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება.



„ამნისტია ვერანაირად ვერ და არ შეეხება ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიც არის ადამიანის მიერ მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება, წამება ან არაადამიანური მოპყრობა. ეს მუხლები ვიღაცას რომ უნდოდეს, თუნდაც ხელისუფლებას რომ ჩააკვეხოს, ვერ იქნება შეტანილი, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება. საქართველო არის ამ კონვენციის ნაწილი, ხელმომწერი. ამიტომ ფიზიკურად ვერ მოხვდება ასეთი მუხლები.


კიდევ ერთხელ განვმარტავ, ვინც ეჭვმიტანილია, რომ ვიღაცას თვალი დათხარა, მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, განმარტებაში ჩავხედოთ, რა არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ვინც ასეთ რამეშია შემჩნეული, ან სამომავლოდ იქნება დადანაშაულებული, მათზე ფიზიკურად ვერ და არ გავრცელდება ამნისტია. ერთადერთი კომპრომისი შესაძლოა, იყოს რამდენიმე პოლიციელი, რომელსაც კადრში ვხედავთ, რომ ვთქვათ, ადამიანს წამოარტყეს ან დამამცირებლად მოეპყრნენ. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე ადამიანზე კომპრომისი იმის საპირწონედ, რომ მელია გარეთ იქნება და კიდევ 16 საქმე – შეწყვეტილი. მძიმე დანაშაულში შემჩნეული არც ერთი ადამიანი ვერ მოხვდება ამნისტიაში. ასევე, სამომავლოდ თუ ვინმე გამოიკვეთება დამკვეთი ან დანაშაულის ჩამდენი, ამაზეც ვერ და არ გავრცელდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up