„ 25 მილიონი დოლარის მოთხოვნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ შეიძლება ფინანსურ სიძნელეებთანაც იყოს დაკავშირებული“-სერგო ჩიხლაძე

„ 25 მილიონი დოლარის მოთხოვნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ შეიძლება ფინანსურ სიძნელეებთანაც იყოს დაკავშირებული“-სერგო ჩიხლაძე

access_time2020-05-15 11:10:28

25 მილიონი დოლარის მოთხოვნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ შეიძლება ფინანსურ სიძნელეებთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა, თუ მათ წლიურ ანგარიშებს გადავხედავთ, საკმაოდ დიდ მოგებაზე გადიან და სუფთა მოგების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.


ჯანდაცვის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ რომლის მფლობელობაშიცაა „ევექსის“ კლინიკების ქსელი და სააფთიაქო ქსელი, EBRD-ისგან 25 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი არსებულ კრიზისულ ვითარებაში არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს. გამყრელიძის თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს დაფინანსების მიღებისთვის მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) ეწარმოებინა და $25 მილიონიც სწორედ მათგან მოეზიდა.


ჰოსპიტალების მომზადება და გადაიარაღება Covid 19 ისთვის, მედიკამენტების ექსპორტის შეზღუდვის გამო მარაგების შექმნის აუცილებლობა, დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მოწყობა - ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოლდინგისთვის აუცილებელი ღონისძიებები დაასახელა, რის გამოც საჭირო გახდა ამ მოცულობის თანხის მოზიდვა.



სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ დამატებითი თანხები „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ რამდენიმე ფაქტორის გამო შეიძლებოდა მოეთხოვა, მათ შორისაა სახელმწიფოს ვალდებულება ამ ქსელის მიმართ, რის გამოც ჯგუფს საბრუნავი თანხები მოაკლდა, ასევე ეს შესაძლოა იყოს სამომავლო გაფართოების გეგმისთვის აუცილებელი კაპიტალიც. თუმცა აღნიშნავს, რომ კლინიკებისა და სააფთიაქო ქსელის უმსხვილესი გაერთიანება მიუხედავად ყველაფრისა, ყოველწლიურად საკმაოდ დიდ მოგებაზე გადის.


 „ძნელი სათქმელია, რეალურად რისთვის დასჭირდათ ამ მოცულობის თანხა კოპორაციას, ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული.  „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ უდიდესი მოთამაშეა ჯანდაცვის ბაზარზე თავისი კლინიკებითა და სააფთიაქო ქსელით, ის უმსხვილესი მონოპოლისტია.  შესაბამისად, მას აქვს ვალდებულებებიც, ეს თანხა კი შესაძლოა ამ ვალდებულებების გადაზღვევისთვის იყოს განკუთვნილი.  გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმით, რომ სახელმწიფოს თავის მხრივ ვალდებულებები აქვს ამ ჯგუფის მიმართ. ყველამ ვიცით, რომ 2019 წელი ჯანდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამებში 350 მილიონიანი დავალიანებით დაასრულა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, მათ შორის დიდი ნაწილი რა თქმა უნდა „ევექსს“ ეკუთვნის.  ამასთან არ გამოვრიცხავ, რომ  შემდგომი გაფართოების გეგმას ითვალისწინებდეს ეს თანხა. თუმცა, ეს ჰოლდინგის შიდა სამზარეულოა და იმ განცხადებების გარდა, რაც მათი მხრიდან გაკეთდა, დანარჩენს ვარაუდის ფორმა ექნება“- აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

 

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს კაპიტალის ჯგუფი“ საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა. GHG- კი პასუხად განმარტავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება საქართველოს ბანკისგან ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up