სერგი კაპანაძე - სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს გიორგი გახარია ოპოზიციას

სერგი კაპანაძე - სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს გიორგი გახარია ოპოზიციას

access_time2020-12-24 17:10:00

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი დროს, თუკი ოპოზიცია არ ეხმარება მათ, ხელს მაინც ნუ შეუშლიან.

სერგი კაპანაძის თქმით, გაუგებარია გახარიას კრიტიკა, რადგან მას აქვს ერთპარტიული პარლამენტი და ერთ ადამიანს აბარებს ანგარიშს, „ამრიგად, მას არ უნდა უკვირდეს, რომ გაყალბებულ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ არალეგიტიმურ პარლამენტში ოპოზიცია არ არის“.

მისივე განცხადებით, გახარიას ეთაკილა, რომ მას არავინ დაუსვა კრიტიკული კითხვა იმ პროგრამებზე, რომელიც დღეს მან წარმოადგინა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

„გაუგებარია ბატონ გახარიას რა უნდა, აგერ აქვს ერთპარტიული პარლამენტი, ერთი კაცი ჰყავს ვისაც ექვემდებარება და ემორჩილება და ანგარიშს აბარებს და აკეთოს რაც უნდა. არჩევნები გააყალბეს სწორედ ამიტომ, რომ ემართათ და ეხლა არ იციან რა უნდა გააკეთონ, არ იციან რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, იგივე ძველ მცდარ გეგმას მიყვებიან, დღეს გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში და ისაუბრა რაღაც ბიზნესთან ურთიერთობების გადალაგებაზე და ახალ გზებზე, რა თქმა უნდა, იქ ოპოზიცია არ არის, იმიტომ, რომ გაყალბებულ პარლამენტში არავინ არ შევიდა და ბუნებრივია ეთაკილა ის, რომ არავინ კითხვები არ დაუსვა იმ სისულელეებზე, რომელთაც ბოდავდა მთელი დღის განმავლობაში თვითონაც, მისი მინისტრები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.


ამიტომ, არაფერი და არავინ მას ხელს არ უშლის და რაც უნდა ის გააკეთოს, ოღონდ ყველამ კარგად იცის და გაიგო, რომ მისი ეს სიტყვები საერთოდ ფასდაკარგულია, მან პირადად და მისმა გუნდმა შეიყვანა ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში, პირადად ის არის პასუხისმგებელი თავის გუნდთან ერთად იმ ჯანდაცვის კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, იმ მოუმზადებლობაზე და იმაზე, რომ ამდენი თვის განმავლობაში ელემენტარული საშინაო დავალება არ შეასრულეს და თვითონ პირადად და მისი პოლიტიკური გუნდი არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შეიქმნა. ამრიგად, სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს ოპოზიციას. ოპოზიციას, რომელიც თანმიმდევრულად, ამ წლების განმავლობაში, აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, ჩავარდნილ ეკონომიკურ პოლიტიკას, ოპოზიცია, რომელმაც უამრავი წინადადება დააყენა, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებზეც დღეს საუბრობდა, ვითომ რაღაც ახალი აღმოაჩინა და არასოდეს, არცერთხელ არ გაუთვალისწინებია ჩვენი მოთხოვნები. ახლა, მარტო არის ის პარლამენტში, გადასვეს დეპუტატები ისე, რომ გამოჩნდეს თითქოს ცარიელი არ არის პარლამენტი, რაც უნდა ის გააკეთონ, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up